სტუდენტებისთვის ComCom-ის მედიაწიგნიერების კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი?!” გამოცხადდა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი?!”, რომელიც მიზნად ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მეოთხედ გამოაცხადა. დაინტერესებულ სტუდენტებს კონკურსში მონაწილეობა 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე შეეძლებათ. კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, მათთვის სასურველი...
ComCom-ის მედიალაბმა “იდეადრომის” გამარჯვებულები დააჯილდოვა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსის “იდეადრომის” გამარჯვებულები გამოავლინა. საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენდა. კონკურსი მიზნად ციფრული მედიის სფეროში ინოვაციური სტარტაპიდეების მქონე ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი პროექტების ხელშეწყობას ისახავს. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, I ადგილზე გავიდა პლატფორმა “Widgera”, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება გამოცდილების გარეშე შექმნან მრავალფუნქციური საიტი და აპლიკაცია. II ადგილი დაიკავა ინოვაციურმა...
ComCom-ის მედიააკადემიაში ტელეოპერატორებისთვის დავით ჩხიკვიშვილის სემინარი ჩატარდა
ComCom-ის მედიააკადემიის ორგანიზებით, ტელეოპერატორებისთვის ორდღიანი სემინარი ჩატარდა, რომელსაც “როიტერის” რეპორტიორი დავით ჩხიკვიშვილი გაუძღვა. სემინარის ფარგლებში, დავითმა მონაწილეებს მისი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა, რომელიც არაერთი დემონსტრაციისა თუ ომის, ასევე, ქართული და საერთაშორისო მოვლენების უნიკალურ კადრებს მოიცავს. შეხვედრის ფარგლებში, ტელეოპერატორები ამბის ერთი კადრით მოყოლის ტექნიკას, გადაღების დაგეგმვის პროცესს, განათების, ფოკუსის და კომპოზიციის შერჩევის...
ილონ მასკი: Starlink-ის ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია!
„Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია“ - ამის შესახებ განცხადება ოფიციალურად ილონ მასკმა გააკეთა. კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში მიანიჭა. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც ილონ მასკის Starlink-ის მაღალსიჩქარიანი...
ComCom-მა მედიაწიგნიერების კვირეული შემაჯამებელი კონფერენციით დახურა
კომუნიკაციების კომისიამ, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, შემაჯამებელი კონფერენცია ჩაატარა, რომელიც მიზნად მედიაწიგნიერების სტრატეგიული ხედვისა თუ საერთაშორისო წარმატებული მაგალითების გაზიარებასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დისკუსიას ისახავდა. კონფერენცია კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გახსნა და მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები შეაჯამა. მან ასევე დემოკრატიული...
ComCom-ის ორგანიზებით, მედიაწიგნიერების ექსპერტმა რენე ჰობსმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, ციფრული და მედიაწიგნიერების განათლების სფეროს წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი, მედიაგანათლების ლაბის დამფუძნებელი და მედიის კვლევებისა და განათლების დარგში 12 წიგნის ავტორი, ამერიკელი პროფესორი რენე ჰობსი, სპეციალური მოწვევით საქართველოში ჩამოიყვანა. ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია, სადაც, რენე ჰობსმა, დამსწრე...
ComCom-ის მედიალაბში მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი გამართა, რომელიც მიზნად მედიაწიგნიერების გარშემო არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების აღმოჩენას ისახავდა. ჰაკათონში მონაწილეობას 10 გუნდი იღებდა, რომლებმაც, პროფესიონალი ტრენერებისა და მენტორების დახმარებით, ედ-ტექის, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საკითხების შესახებ ბიზნესპროექტები...
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, ლინდა ლიუკასმა მასწავლებლებისთვის „გამარჯობა რუბის“ ახალი წიგნის...
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მასწავლებლებისთვის “გამარჯობა რუბის” ახალი წიგნის პრეზენტაცია წიგნების ავტორმა და ევროკომისიის მიერ ციფრულ ელჩად აღიარებულმა ლინდა ლიუკასმა ჩაატარა. შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 80-მდე მასწავლებელი ესწრებოდა. ლინდა ლიუკასის ახალი გამოცემა 4 წიგნს ერთ სახელმძღვანელოში აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო არის მეორე ქვეყანა, სადაც “გამარჯობა რუბის”...
ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, ინოვაციების საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით (KIU) გამართულ ინოვაციების საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში ComCom-ის როლზე ისაუბრა. ფორუმის მთავარ თემას “ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის” წარმოადგენდა და მიზნად საგანმანათლებლო სექტორში მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარებას ისახავდა. ფორუმის ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსია ციფრული...
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა და მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. მედიაწიგნიერებისადმი მიძღვნილი დღის ფარგლებში, მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეს ყალბი ინფორმაციისა და მისი მავნე ზეგავლენის შესახებ. ამასთან ერთად, ComCom-ის მიერ მიწოდებული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით და მოზარდების...