„სილქნეტი“ არსებული სიხშირეებით ხარისხიან 5G მომსახურებას ვერ დანერგავს, რადგან კომპანიას 5G-ის ლიცენზია არ...
კომპანია „სილქნეტი“ ეფექტიან და ხარისხიან 5G ინტერნეტ მომსახურეობას ვერ დანერგავს. კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული სერვისი, რომელიც მათივე განცხადებით მხოლოდ თბილისის რამდენიმე უბანს მოიცავს, „სილქნეტისთვის“ წლების წინ მინიჭებული ლიცენზიების ფარგლებში არსებული სიხშირული სპექტრის გამოყენებით ამოქმედდა. 5G ინტერნეტის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აუქციონი მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა კომპანია „სილქნეტს“...
ComCom-ის წარმომადგენლებმა საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის (IGF) რიგით მეცხრე ფორუმში მიიღეს მონაწილეობა და ქვეყნის ციფრული პოტენციალის, 5G ინტერნეტისა და მედიაწიგნიერების განვითარების შესაძლებლობებზე, ასევე, ამ მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ფორუმი მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, გურამ გურამიშვილთან და USAID საქართველოს კერძო სექტორის განვითარების...
ComCom-ის წევრმა ITU-სა და ევროკომისიის ფორუმზე საქართველოში ციფრულ ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა
კომუნიკაციის კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირისა (ITU) და ევროკომისიის ორგანიზებით გამართულ ფორუმში - “ხელმისაწვდომი საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები ყველასთვის” მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების გახსნით ნაწილში, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თანასწორობის საკითხებში ევროკომისარმა ჰელენა დალიმ, ITU-ს ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს დირექტორმა კოსმას...
ComCom-ის მედიალაბმა ბათუმში სტარტაპერები გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა ბათუმში გამართულ “Startup Investment Forum”-ის ფარგლებში, სტარტაპერებისთვის სემინარი ჩაატარა. შეხვედრაზე განხილული იყო ბაზრის რისკებისა და პოტენციალის, ასევე, სტარტაპთეორიისა და ტესტირების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები. გარდა ამისა, სემინარის ფარგლებში დაინტერესებული მონაწილეები პოტენციური მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღების მეთოდებსა და სტარტაპში პრობლემების დროულად ამოცნობის მექანიზმებს გაეცნენ. მედიალაბის სემინარის შემდგომ, ფორუმი...
ComCom-ის წარმომადგენლებმა კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების (GITI) რეგიონულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების გახსნით ნაწილში, ეკატერინე იმედაძე სიტყვით წარსდგა და ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებაზე, როგორც მომავლის ეკონომიკის წარმატების წინაპირობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, მან ComCom-ის როლიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც დარგის დამოუკიდებელი...
ComCom-ის მედიააკადემიაში პროდიუსერ ირაკლი კაკაბაძის მასტერკლასი დაიწყო
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის “მასტერკლასს” ონლაინ ლექციების კიდევ ერთი სერია დაემატა, რომლის ავტორიც პროდიუსერი და ტელეწამყვანი ირაკლი კაკაბაძეა. მასტერკლასი განკუთვნილია პროდიუსინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის და მედიააკადემიის იუთუბ არხზე, სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი. “მასტერკლასის” ფარგლებში, ირაკლი კაკაბაძე მსმენელს ისეთი წარმატებული სერიალებისა და გასართობი შოუების შექმნის გამოცდილებას გაუზიარებს, როგორებიცაა “შუა ქალაქში”,...
ComCom-მა „სეზონი ტვ” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „სეზონი ტვ” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიაში შემოსული განცხადების საფუძველზე, ComCom-მა „სეზონი ტვ”-ის მონიტორინგი განახორციელა, რომლის შედეგად, მაუწყებლის ეთერში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების” შესახებ კანონმდებლობის დარღვევა გამოიკვეთა. კერძოდ, 2023 წლის ოქტომბერში, „სეზონი ტვ”-ის ეთერში დაფიქსირდა „ტელეიმედის” მიერ დამზადებული მასალის საავტორო და...
ComCom-ის წევრმა ევროპის საბჭოს ფორუმზე მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა
ComCom-ის წევრმა, ივანე მახარაძემ, ევროპის საბჭოს რეგიონული მედია ფორუმის - “ნარატივის ფორმირება: გამოხატვის თავისუფლება ომის დროს” ფარგლებში, მედიის რეგულირების შესახებ გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას, ივანე მახარაძემ საქართველოს მედიაგარემოზე, "მაუწყებლობის შესახებ კანონში" ევროკავშირის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ დირექტივასთან დაახლოების მიზნით განხორციელებულ ცვლილებებზე, ძირითად ტენდენციებსა და ასევე, ამ მიმართულებით არსებულ...
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსისთვის ბათუმში 70-ზე მეტი სტუდენტი გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, რომელიც მიზნად ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გადაამზადა. შეხვედრაზე მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს და BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მეთოდებს გაეცნენ. ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი...
ComCom-მა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში მედიაწიგნიერების შესახებ სემინარი ჩაატარა
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსის, “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები კრიტიკულ აზროვნებაში გადაამზადა. შეხვედრას კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, თამარ კარბაია გაუძღვა, რომელმაც სემინარის მონაწილეები BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებასა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა. შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებული სტუდენტები კონკურსის პირობებსა და წინა...