შპს „სპექტრის“ სამაუწყებლო ლიცენზია გაუქმდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სპექტრის“ სამაუწყებლო ლიცენზია გააუქმა.
მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალება ფერხდება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის მარტის გადაწყვეტილება, რომელიც მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ანგარიშგების ფორმებს ადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ შეაჩერა.
,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“კომისიის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.
ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი გახდა
დღეს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ვახტანგ აბაშიძე აირჩია.
რადიომაუწყებლობის კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს რადიომაუწყებლობის კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. სხდომაზე კონკურსში მონაწილე პირების დალუქული საკონკურსო დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნა.
,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ სამაუწყებლო ლიცენზია გაუქმდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ სამაუწყებლო ლიცენზია გააუქმა.
„სტუდია მაესტრომ“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია დროებით სარგებლობაში მიიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სტუდია მაესტროს“ და შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანას“ სამაუწყებლო ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემაზე წინასწარი თანხმობა მისცა.
„ტელეიმედის“ ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე „ტელეიმედის“ კუთვნილ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის #F23 ლიცენზიას მოქმდების ვადა მომდევნო ათი წლით გაუგრძელდა.
რადიომაუწყებლობის კონკურსში მონაწილე პირების საბუთების მიღება დასრულდა
რადიომაუწყებლობის კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა დოკუმენტაციის მიღება, დღეს 2014 წლის 7 აპრილს, 17:00 საათზე დასრულდა. საბუთები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამმა კომპანიამ შპს „ნიუკომმა“, შპს „ტვ - სახელოსნო მაესტრომ“ და შპს „ევროპა პლუს თბილისმა“ შემოიტანა.