კომისია ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით პრეზენტაციას მართავს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის გამოცხადების წინასაორგანიზაციო სამუშაოებთან დაკავშირებით პრეზენტაციას მართავს.
ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ლიცენზია გაუქმდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თანამგზავრული სისიტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
შპს “მობიტელმა“ ნუმერაციით სარგებლობის ნებართვა აიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხომაზე შპს „მობიტელმა“ (ბილაინი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებრთვა აიღო.
,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“კომისიის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში ცვლილებები შედის
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით ცვლილებები შეაქვს.
ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ლიცენზიის გაუქმებაზე კომისია 24 მარტს იმსჯელებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს „მეცხრე არხის“ თანამგზავრული სისიტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების არსებითი სხდომა გაიმართა.
„რუსთავი 2“-ის გასართობ არხს ლიცენზიის მოქმედების ვადა გაუგრძელდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიას (კერძო სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობა) მოქმდების ვადა 2015 წლის 17 ივნისამდე გაუგრძელა.
შპს “სპექტრის“ ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სპექტრის“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისრაიული წარმოება დაიწყო.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივიდამცველის სამსახური 2014 წლის 15 მარტს, 13:00 საათზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართავს პრესკონფერენციას.
კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი ვერ იქნა მიღებული
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე კომისიის დებულებაში, თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით, ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, საკითხთან დაკავშირებით არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, ვერ განახორციელა.