ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეგიონებში მოსახლეობასთან დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრები...
2015 წლის 1-ელ ივლისს, საქართველოს მასშტაბით დაიწყო ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა, რომელიც 25 აგვისტოს დასრულდება.
ციფრულ მაუწყებლობაზე 9 ივლისს შიდა ქართლის რეგიონი გადადის
2015 წლის 9 ივლისს, დილის 10:00 საათზე, ანალოგური მიწისზედა საეთერო მაუწყებლობა გაითიშება შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ: გორში, ბეკამში, დუშეთის და ხაშურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში შეხვედრები დაიწყო
6 ივლისს ქალაქ გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შიდა ქართლის მოსახლეობას საქართველოში ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ და მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის“...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თხოვნით მობილურმა ოპერატორებმა შპს „მაგთიკომმა“, შპს „მობიტელმა“ და შპს „ჯეოსელმა“ საკუთარ აბონენტებს დაუგზავნეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები საქართველოს მთავრობის N723 დადგენილებით განსაზღვრული, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში საქართველოში ანალოგური მაუწყებლობის სიგნალის გადამცემი სადგურების გათიშვის გრაფიკის თაოაბზე.
კომისიამ ვალდებულებების შეუსრულობლობის გამო შპს „რ.ბ.ჯ“-ს წერილობით გააფრთხილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რ.ბ.ჯ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.
რადიომონიტორინგის შავნაბადას სადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა
1 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომონიტორინგის სტაციონარული სისტემის შავნაბადას სადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. სადგური თელეთის ქედზე განთავსდება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 15 წლისაა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირებიდან 15 წელი გავიდა. კომისიის პირველმა თავმჯდომარემ ვახტან აბაშიძემ და კომისიის წევრებმა კახი პოპიაშვილმა და დავით პატარაიამ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პირველი სხდომა 2000 წლის 1 ივლისს გამართეს.
კომისიამ ვალდებულებების შეუსრულობლობის გამო შპს „რ.ბ.ჯ“-ს წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში როგორც მაუწყებლების, ასევე მულტიპლექს ოპერატორების, მათ შორის შპს „სტერეო +“-ის, მონიტორინგს ახორციელებს.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი პირველ ივლისს იწყება
საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი ხვალ, პირველ ივლისს 10:00 საათზე იწყება. ანალოგური მაუწყებლობის სიგნალი თბილისსა და მის შემოგარენში გაითიშება, კერძოდ: საგარეჯოს რაიონი, რუსთავი, მარნეული, კოჯორი, მცხეთა და მიმდებარე ტერიტორია.
შპს „მაგთიკომს“ მომხმარებელი უჩივის
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ გ.ღოთვაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო.