ნოემბერი 03, 2020 12:56

ComCom დაიჯესტი - კომუნიკაციების კომისიის ოქტომბრის თვის შეჯამება

კომუნიკაციების კომისიამ ოქტომბრის თვის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა. ოქტომბრის თვის ComCom დაიჯესტში შესულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური მედიამონიტორინგი, კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სტუდენტებისთვის და საერთაშორისო შეხვედრები და კონფერენციები. ოქტომბრის თვეში სატელეკომუნიკაციო დარგსა და კომუნიკაციების კომისიაში განვითარებულ მოვლენებზე საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა სწორედ ComCom დაიჯესტით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია.

ComCom დაიჯესტში შეჯამებულია ოქტომბრის თვეში კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, დაიჯესტში ასევე თავმოყრილია მედიააკადემიისა და მედიაწიგნიერების პროექტების შესახებ ინფორმაცია.

მომავალ კვირას კომუნიკაციების კომისია ასევე III კვარტლის ComCom დაიჯესტს გამოაქვეყნებს, რომელიც სატელეკომუნიკაციო სექტორის ტენდენციებს შეაჯამებს.

ოქტომბრის თვის შემაჯამებელი ComCom დაიჯესტი დეტალურად იხილეთ აქ.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები