კახა ბექაური: „უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის ინფორმაციის მიღების...
„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე...
შეიცავდა თუ არა უხამსობას „მთავარი არხის“ სიუჟეტი და დაირღვა თუ არა კანონი - გადაწყვეტილებას კომუნიკაციების...
კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 12 დეკემბერს „მთავარი არხის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ 21:57 საათზე გასული უხამსობის შემცველ სიუჟეტთან დაკავშირებით იმსჯელა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ეხებოდა. სიუჟეტი შეიცავდა არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებასა და უხამს გამონათქვამებს. ქართულ სატელევიზიო სივრცეში უხამსობის შემცველი გადაცემები...
ბავშვებისთვის შეუფერებელი პროგრამის კანონდარღვევით განთავსების გამო კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 2500...
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო 2500 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველი სამაუწყებლო ბადეში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის შეუსაბამო დროს და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსება გახდა. ამას გარდა, „ფორმულას“ დაევალა დაიცვას ბავშვის უფლებათა კოდექსი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და უზრუნველყოს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ეთერში...
კომუნიკაციების კომისიამ უფასო პოლიტიკური რეკლამის დაბლოკვისთვის „მთავარი არხი“ გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა და „მთავარ არხს“ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება მისცა. „მთავარმა არხმა“ პარტია „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურის დროს უარი უთხრა უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე, რითიც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია. აღსანიშნავია, რომ...
კახა ბექაური: უარი უნდა ვთქვათ უხამსობაზე, სიძულვილის ენაზე და დავნერგოთ დასავლური ღირებულებები,...
„საქართველოში დღეს 100-ზე მეტი ტელევიზია გვაქვს, ძალიან პლურალისტურია მედიაგარემო, ეს ჩვენი საზოგადოების საერთო მონაპოვარია. თუმცა, ამ მრავალფეროვნებაში, სამწუხაროდ, გაჯერებულია მედიასივრცე ნაკლებად პროფესიული, დაბალი სტანდარტების, ყალბი ახალი ამბების, სიძულვილის ენით, მუქარით, შეურაცხყოფებით, უხამსობით. ამ მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი გამონაკლისია, ეს დადასტურდა საარჩევნო კამპანიის დროს კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგებითაც. საზოგადოებრივი...
ComCom დაიჯესტი - კომუნიკაციების კომისია 2020 წლის მუშაობის შედეგებს აქვეყნებს
კომუნიკაციების კომისია 2020 წლის შემაჯამებელ ComCom დაიჯესტს აქვეყნებს, სადაც გასული წლის კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, პროექტები, დანერგილი ინოვაციური სერვისები და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე განვითარებული მოვლენებია შეჯამებული. 2020 წელმა პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენა სატელეკომუნიკაციო ბაზრის ეფექტური და გამართული მუშაობის მნიშვნელობა, რაშიც სფეროს რეგულატორს უდიდესი წვლილი მიუძღვის. 2020 წლის წარმატებული მუშაობის შედეგები ქვეყნის გარეთ,...
კომუნიკაციების კომისია: წინასაარჩევნო პერიოდი მიუკერძოებლად და ჟურნალისტური სტანდარტების სრული დაცვით...
კომუნიკაციების კომისია საქართველოს პარლამენტის არჩევნების მედიამონიტორინგის მესამე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მეორე ტურის 1-21 ნოემბრის საანგარიშო პერიოდში მაუწყებლების თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზს მოიცავს. სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში ჩატარებული ანგარიშების მსგავსად, არჩევნების მეორე ტურს სტანდარტების დაცვით საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“ და აჭარის ტელევიზია აშუქებდა, „იმედი“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ კი...
ინფორმირებული მოქალაქე, ინფორმირებული არჩევანი: Mediacritic.ge-ს პლატფორმით ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე...
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ინიციატივით შარშან შეიქმნა პლატფორმა Mediacritic.ge, რომელმაც საზოგადოებასა და მედიას შორის გზამკვლევის ფუნქციის შესრულება იტვირთა. მედიაკრიტიკის მიმართულების განვითარების მიზნით გადადგმული ეს უპრეცედენტო ნაბიჯი ბოლო ერთი წელია, ემსახურება საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების დონის ამაღლებას, მოქალაქეების სწორად ინფორმირებასა და, შესაბამისად, ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. ამის გამოძახილია პლატფორმის ვიზიტორთა რაოდენობა, რომელმაც ამ მოკლე...
წინასაარჩევნოდ ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „მთავარმა არხმა“ მიიღო
წინასაარჩევნოდ ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე დიდი შემოსავალი - 4,270,075 ლარი „მთავარმა არხმა“ მიიღო. აღნიშნული კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზმა აჩვენა. „მთავარ არხზე“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფმა წუთში საშუალოდ 5,583 ლარი შეადგინა. ამავე არხზე ფასიანი პოლიტიკური დროის 66.2% „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეთმო, რაც არხის შემოსავლების...
წინასაარჩევნოდ მაუწყებლებმა დაახლოებით 62.5 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსეს
კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზმა აჩვენა, რომ მაუწყებლებმა წინასაარჩევნო პერიოდში უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში თითქმის 30,000 წუთი დაუთმეს. აღნიშნულ დროში მაუწყებლებს რომ თანხა ფასიანი რეკლამის პირდაპირპროპორციულად მიეღოთ, მათი შემოსავალი ჯამში დაახლოებით 62.5 მილიონი ლარით გაიზრდებოდა. რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, მაუწყებლების მიერ წარმოდგენილი...