შპს „რიმა“ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზიას ითხოვს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „რიმას“ განცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კომპანია თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს.
„კომედი ტვ“–მ თანამგზავრული სისტემებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „კომედი ტვ“–მ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.
შპს „მეცხრე არხი ინფო“ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზიას ითხოვს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „მეცხრე არხი ინფოს“ განცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კომპანია თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს.
კომისიამ საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობის და მისი გამოყენების წესი დაამტკიცა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილება დაამტკიცა.
შპს ტელეკომპანია „კავკასია“ თანამგზავრული სისტემებით მაუწყებლობას ითხოვს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით დაიწყო.
„რადიო უცნობმა“ მაუწყებლობის უფლება მიიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „რადიო უცნობმა“ მაუწყებლობის განსახორციელებლად ავტორიზაცია გაიარა.
მონაცემები ე.წ „Must Carry"-ს განხორციელების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2012 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული კომპანიების აბონენტების შესახებ შემდეგი მონაცემები ფიქსირდება:
სამი ახალი მაუწყებელი დარეგისტრირდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობაზე ავტორიზაცია სამმა კომპანიამ გაიარა.
ვებ–გვერდის მომხმარებლებს
წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ–გვერდზე ბანერს „მობილური ტარიფის მრჩეველი“ დროებით ჩაანაცვლებს ბანერი „არჩევნები 2012“, სადაც განთავსებული იქნება საჭირო ინფორმაცია, წინასაარჩევნო პერიოდში კომისიის რეგულირების ქვეშ არსებულ საკითხებთან დაკავშირებით.
კომისიის განცხადება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეხმაურება 2012 წლის 9 აგვისტოს გაზეთ რეზონანში გამოქვეყნებულ სტატიას: „მარეგულირებელი კომისია და „სილქნეტი“ „მაესტროს“ წინააღმდეგ“.