მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს შპს „ტვ სპექტრს“, შპს „ოდიშს“ და შპს „ტვ კომს“ წერილობითი...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე წლის 18 აგვისტოს გამართულ სხდომაზე შპს „ტვ სპექტრის“, შპს „ოდიშის“ და შპს „ტვ კომის“ მიერ გარკვეული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის საკითხი განიხილა.
კომისია საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში პოლიტიკური გაერთინება „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო რგოლის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის განთავსების და შემდეგ ამ სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
შპს „კავკასუს ონლაინმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებრათვა აიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „კავკასუს ონლაინმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებრათვა 1000 სააბონენტო ნომერზე მიიღო.
კომისიაში ITU-ს ექსპერტის მონაწილეობით დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავების (Big Data) პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. პროექტის კოორდინატორმა მარგუს ტირუმ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი მსხვილი ოპერატორების და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შპს ,,იმერ TV”-ს 9 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შპს ,,იმერ TV”-ს 9 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
კომისიამ ტელეკომპანიებს „გურიას“ და „პიკს“ ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია „გურიისთვის“ და შპს „პიკისთვის“ ციფრული მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებებში ცვლილებები შეიტანა და ორივე კომპანიას აღნიშნული რესურსით სარგებლობის უფლება გააუქმა.
კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად საეთერო ტელემაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 12 საათით...
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც 2016 წლის 10 აგვისტოდან შედის ძალაში, საეთერო ტელემაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში 12 საათით განისაზღვრა.
კომისია სიძულვილის ენის გამოყენების გახშირებული შემთხვევების გამო მიმართვას ავრცელებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ყურადღებას ამახვილებს ტელეეთერით სიძულვილის ენის გამოყენების გახშირებულ შემთხვევებზე და მოუწოდებს მაუწყებლებს, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონაწილეებს დაიცვან საკანონმდებლო და ეთიკური ნორმები.
მესტიაში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მესტიაში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი ააიპ „შვანია ტელევიზიის“ განცხადების საფუძველზე გამოაცხადა.