წვდომის მენიუ

აპრილი 18, 2022 11:00

დასრულებული - საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

ცნობა  №  22-02

საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე,  1061    და 1065  მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-5, მე-6 და მე-7 მუხლის თანახმად და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 14 აპრილის N გ-22-23/177 გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2022 წლის 02 ივნისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები და მოსაზრებები კომისიის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, 2022 წლის 20 მაისის ჩათვლით.

კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე:  თბილისი,  ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე  post@comcom.ge.

ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

კომისიიდან საკონტაქტო პირი - ირაკლი ბუთბაია - (+995) 322 39-84-10 - ელექტრონული ფოსტა:  ibutbaia@comcom.ge

დანართი:

1. დადგენილების პროექტი;

2. განმარტებითი ბარათი

3. გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები