წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების მიზნით

სხდომის თარიღი: მარტი 02, 2023 13:00

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2022 11:24

ცნობა  №  22-25

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ სათემო  რადიომაუწყებლობის  ლიცენზიის  მოსაპოვებლად  კონკურსის  გამოცხადების მიზნით 

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და თ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის   მე-3 პუნქტის, 371-ე, 38-ე და 43-ე მუხლების, ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის Nგ-22-10/579 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში გამოცხადდა კონკურსი სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2023 წლის 02 მარტს, 13:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდება 2023  წლის 23 იანვრის 17:00 საათამდე; მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 26 იანვრის 13:00 საათი; კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2023 წლის 9 მარტის 13:00 საათი.

ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები და მოსაზრებები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები