საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით
ცნობა № 20-36

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების, ასევე კომისიის 2020 წლის 16 ივლისის Nგ-20-23/583 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2020 წლის 20 აგვისტოს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2020 წლის 20 აგვისტოსი. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.
- ცვლილებების_პროექტი_დადგენილება_N9_2_-_განახლებული_19.08_.20_.docx
- ცვლილებების_პროექტი_დადგენილება_N9_2_-_განახლებული_18.08_.20_.docx
- ცვლილებების_პროექტი_დადგენილება_N9_2_-_განახლებული_17.08_.20_.docx
- 14.08_.2020-ის_მდგომარეობით_განახლებული_პროექტი_2012_წ_._N9_დადგენილებაში_ცვლილების_შეტანის_შესახებ_.pdf
- ცვლილებების_პროექტი_დადგენილება_N9.pdf
- გადაწყვეტილება_გ-20-23-583,_16.07_.20_.pdf