საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების მიზნით

სხდომის თარიღი: ოქტომბერი 15, 2020 15:00

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 14, 2020 12:16

ცნობა  №  20-42

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების მიზნით

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  70-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის,  71-ე  მუხლის  მე-3  პუნქტის,  საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის  95-ე,  115-ე  მუხლის,  177-ე   მუხლის  მე-4  ნაწილის  და  IX  თავის შესაბამისად, ასევე კომისიის 2020 წლის 10 სექტემბრის N გ-20-23/698 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2020 წლის 15 ოქტომბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2020 წლის 15 ოქტომბრისა. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები