საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „რადიო ურბანიკის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2024 წლის 24 ივნისის №გ-24-6/261 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით
ცნობა № 25-13

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 19 ივნისის Nგ-25-23/321 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო ურბანიკის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2024 წლის 24 ივნისის №გ-24-6/261 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2025 წლის 24 ივლისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები, 2025 წლის 24 ივლისამდე. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.