წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიზნით

სხდომის თარიღი: ივლისი 24, 2025 15:00

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2025 14:19

ცნობა  №  25-12

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიზნით

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382 მუხლის მე-2 პუნქტის, 451  მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების, 71-ე მუხლის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 118-ე, 115-ე მუხლების და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 19 ივნისის Nგ-25-23/316 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2025 წლის 24 ივლისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები, 2025 წლის 22 ივლისის ჩათვლით. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები