წვდომის მენიუ

ცნობა № 21-35 - საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: დეკემბერი 02, 2021 15:00

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 28, 2021 16:44

ცნობა  №  21-35

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი წესების  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის 2003  წლის  27  ივნისის  №1  დადგენილებაში   ცვლილების შეტანის მიზნით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, მე-100, 103-ე, 1061 და 1065  მუხლების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ამავე კოდექსის VII და IX თავების და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის  მარეგულირებელი წესების  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის 2003  წლის  27  ივნისის №1 დადგენილებაში   ცვლილების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2021 წლის 02 დეკემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან (28.10.2021) 20 დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2021 წლის 26 ნოემბრისა. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები