დეკემბერი 17, 2020 11:04

წინასაარჩევნოდ მაუწყებლებმა დაახლოებით 62.5 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსეს

კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზმა აჩვენა, რომ მაუწყებლებმა წინასაარჩევნო პერიოდში უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში თითქმის 30,000 წუთი დაუთმეს. აღნიშნულ დროში მაუწყებლებს რომ თანხა ფასიანი რეკლამის პირდაპირპროპორციულად მიეღოთ, მათი შემოსავალი ჯამში დაახლოებით 62.5 მილიონი ლარით გაიზრდებოდა. რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, მაუწყებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 13.9 მილიონი ლარი შეადგინა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მაუწყებლებმა ფასიან რეკლამას 9,620 წუთი დაუთმეს, რაც უფასოზე სამჯერ ნაკლებია.

უფასო პოლიტიკური რეკლამის გადანაწილება არხების მიხედვით ასეთია:

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 15% დაუთმო, ხოლო მათ მიერ გამოქვეყნებული ტარიფების მიხედვით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 1,350 ლარი იყო. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დაახლოებით 6.1 მილიონი ლარის რეკლამა განთავსდა უფასოდ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.7% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 1,235 ლარი იყო. შესაბამისად, აჭარის ტელევიზიაზე დაახლოებით 3.2 მილიონი ლარის რეკლამა განთავსდა უფასოდ.

„მთავარმა არხმა“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.1% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 5,583 ლარი იყო, მათ დაახლოებით 13.5 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

„ტვ პირველმა“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.6% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 3,978 ლარი იყო, მათ დაახლოებით 10.3 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

„ტელეიმედმა“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.3% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 3,902 ლარი იყო, მათ დაახლოებით 9.7 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

„რუსთავი 2“-მა უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.6% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 3,672 ლარი იყო, მათ დაახლოებით 9.5 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

„ფორმულამ“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.6% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 1,787 ლარი იყო, მათ დაახლოებით 4.6 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

„სტუდია მაესტრომ“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.4% დაუთმო, ხოლო მათ მიერ გამოქვეყნებული ტარიფების მიხედვით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება  საშუალოდ  914 ლარი იყო, მათ დაახლოებით 2.3 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

„პოს ტვ“-მ  უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 9.2% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 593 ლარი იყო, მათ დაახლოებით 1.6 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

„პალიტრა TV“-მ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 5.9% დაუთმო,  ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ  395 ლარი იყო, მათ დაახლოებით 700,000 ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

„ევრონიუს ჯორჯიამ“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 1.2% დაუთმო, ხოლო მათ მიერ გამოქვეყნებული ტარიფების მიხედვით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება  საშუალოდ 888 ლარი იყო, მათ დაახლოებით 310,000 ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

„ობიექტივმა“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 4.6% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 60 ლარი იყო, მათ დაახლოებით 82,000  ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

სხვა არხებმა უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში ერთად სრული დროის 4.8% დაუთმეს, მათი ღირებულება კი დაახლოებით 615 000 ლარის ტოლია.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი მაუწყებლები ვალდებული არიან წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის გამოყოფილი საეთერო დროის თაობაზე კომუნიკაციების კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია, თუ რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი და გაწეული მომსახურება.  2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი სწორედ მაუწყებლების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. ასევე, უფასო პოლიტიკური რეკლამის საბაზრო ღირებულების დადგენა სარეკლამო ჭრებისათვის იმ ღირებულების მინიჭებით განხორციელდა, რომელიც თავად მაუწყებლებს ჰქონდათ დადგენილი შესაბამის სამაუწყებლო გადაცემებში.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები