სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2020 წლის მეორე კვარტალში

2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, როგორც მოსალოდნელი იყო, COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე უარყოფითად აისახა.
2020 წლის მეორე კვარტალში ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა სულ 12.2 მილიონი ლარი შეადგინა. სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.
2020 წლის მეორე კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა:
- ტელეიმედი - 5.4 მილიონი ლარი
- სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 – 2.1 მილიონი ლარი
- მთავარი არხი - 1.3 მილიონი ლარი
- ტელეკომპანია პირველი - 0.8 მილიონი ლარი
- ჯი-დი-ეს თივი - 0.5 მილიონი ლარი
- პოსტვ - 0.4 მილიონი ლარი
- ფორმულა - 0.3 მილიონი ლარი
- რ.ბ.ჯ. – 0.2 მილიონი ლარი
- სეტანტა ჯორჯია – 0.1 მილიონი ლარი
- სტუდია მაესტრო - 0.1 მილიონი ლარი
- სხვა - 0.9 მილიონი ლარი
კომუნიკაციების კომისიის პროგნოზით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებისა, თუ ქვეყანაში COVID-19-ის ახალი ტალღა არ იქნება, კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობები კლებას დააბალანესებს და წლის ჭრილში, 2020 წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება.