დეკემბერი 06, 2019 10:12

მედიააკადემიის საჯარო ლექცია - საგარეო პოლიტიკა და დიპლომატიის როლი კონფლიქტების მოგვარებაში

როგორ გავაშუქოთ საერთაშორისო კონფლიქტები, რა უნდა ვიცოდეთ დიპლომატიასა და საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ - ამ თემაზე პრაღიდან დაბრუნებულმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ - მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მედიააკადემიაში საჯარო ლექცია გამართა.

როგორია საქართველოს საგარეო პოლიტიკა და რა როლი აქვს დიპლომატიურ სამყაროს  კონფლიქტების მოგვარებაში, რა სირთულეები უძღვის ხოლმე პრაღაში „აბაშიძე-კარასინის“ მოლაპარაკებებს, რა შედეგები მოაქვს აღნიშნულ ფორმატს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის - სწორედ ამ მნიშვნელოვან  თემებზე ესაუბრა ზურაბ აბაშიძე მედიის წარმომადგენლებს.

ლექციის ფარგლებში, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს იმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია,  რა როლი აქვს თავად მედიას ასეთი სენსიტიური  და მნიშვნელოვანი თემების გაშუქებისას.

მედიააკადემიაში გამართულ საჯარო ლექციაზე, გარდა რუსეთ საქართველოს ურთიერთობისა,  ზურაბ აბაშიძე ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს წევრობის პერსპექტივაზეც ესაუბრა ჟურნალისტებს.   

ზურაბ აბაშიძე 2000-2004 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო რუსეთის ფედერაციაში, მანამდე კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 1993-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს ელჩად ბენილუქსის ქვეყნებში და ხელმძღვანელობდა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისიას.

ზურაბ აბაშიძე ავტორია წიგნისა „ნატო და საქართველო: უტოპიიდან რეალობამდე“.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები