დეკემბერი 13, 2019 10:53

მედიააკადემიაში პროდიუსერებისა და რედაქტორებისთვის ბრიტანელი ექსპერტის მასტერკლასი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ  პროდიუსერებისა და რედაქტორებისთვის  საქართველოში ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი, ფრენკ უილიამსი ჩამოიყვანა, რომელმაც მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი მასტერკლასი  ჩაატარა. ტრენინგზე მედიის წარმომადგენლებს ექსპერტმა გაუზიარა გამოცდილება და მედიის გამოწვევებზე ისაუბრა.

ფრენკ უილიამსი მრავალი წლის განმავლობაში, მუშაობდა BBC World Service-სა და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებაში. უილიამსი ამჟამად პრაღაში, მედია უნარების  განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო ცენტრს უდგას სათავეში.

ორდღიანი მასტერკლასის ფარგლებში ქართველ პროდიუსერებსა და რედაქტორებს საშუალება ჰქონდათ მედიისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გამოცდილი ბრიტანელი ექსპერტისგან მიეღოთ ინფორმაცია. ლექციის ფარგლებში, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პროდიუსერების მუშაობის სპეციფიკა და მოვალეობები; რისგან შედგება და როგორი უნდა იყოს ხარისხიანი ახალი ამბავი; როგორ მივაწოდოთ აუდიტორიას მაღალი სტანდარტის პროდუქტი. ამასთან მასტერკლასზე აქტიურად იქნა განხილული საკითხი, თუ რამდენად რელევანტურია ჟურნალისტიკის კლასიკური პრინციპები ახალი (ციფრული) მედიის გამოწვევებთან.

მასტერკლასის დასრულების შემდეგ, მედიააკადემიამ და ფრენკ უილიამსმა პროდიუსერებსა და ჟურნალისტებს სერტიფიკატები გადასცეს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები