მარტი 17, 2020 17:08

დისტანციურად მუშაობის პირობებში sheamotsme.ge გაძლევთ საშუალებას 24 საათიან რეჟიმში შეამოწმოთ ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე

მაშინ როდესაც ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ორგანიზაციები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, უმნიშვნელოვანესია აბონენტებს უწყვეტი ინტერნეტ მომსახურება ჰქონდეთ. იმისთვის, რომ ყველა მოქალაქეს შეუზღუდავად მიეწოდებოდეს ხარისხიანი ინტერნეტი, კომუნიკაციების კომისია აქტიურად ახორციელებს ინტერნეტის ხარისხის 24 საათიან კონტროლს. შეგახსენებთ, რომ ვებ-გვერდის -  www.sheamotsme.ge  საშუალებით, ყველა მოქალაქეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, შეუძლია შეამოწმოს, რამდენად შეესაბამება მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში,  www.sheamostme.ge  ვებ-გვერდიდან, ონლაინ რეჟიმში მარტივად შეგიძლიათ გამოაგზავნოთ საჩივარი კომუნიკაციების კომისიაში, რომელიც კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მყისიერად დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.

კონკრეტულად, თუ როგორ უნდა შეამოწმოთ ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე, დეტალური ინსტრუქცია იხილეთ www.sheamotsme.ge    ვებ-გვერდზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოგვწერეთ კომისიის სოციალურ ქსელში ან კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.comcom.ge.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები