წვდომის მენიუ

დეკემბერი 11, 2025 16:51

ComCom-მა „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ საჩივრები არ დააკმაყოფილა

ComCom-მა „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ „საქართველოს მომავლის აკადემიისა და ალექსანდრე ზიბზიბაძის, ასევე „საქართველოს მომავლის აკადემიის, ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივრები არ დააკმაყოფილა. კერძოდ, ორგანიზაციამ და აღნიშნულმა პირებმა ComCom-ს მიმართეს ორი საჩივრით, რომლებიც „ტელეიმედის“ გადაცემებში „ქრონიკა“ და „იმედის კვირა“ მათ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.  მომჩივნების შეფასებით, გადაცემებში  მათი საქმიანობა ნეგატიურ კონტექსტში იყო წარმოდგენლი და ჟურნალისტის პირად მოსაზრებებს წარმოადგენდა, რითაც   მაუწყებელმა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი დაარღვია, რომლის მიხედვითაც მაუწყებელმა ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს.

ComCom-ის მიერ შესწავლილი გარემოებების მიხედვით, გადაცემები ეხება ორგანიზაციის, საქმიანობას, ასევე, ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის, „საქართველოს მომავლის აკადემიაზე“, განაწილების სქემას და თანხის გამოყენებას და ამ საკითხების შესახებ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას და გამოძიების შედეგად გაკეთებულ დასკვნებს.

კომუნიკაციების კომისია აღნიშნავს, რომ როდესაც ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც ეფუძნება რაიმე ტიპის ფაქტობრივ მასალას, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს და  რომლითაც ჟურნალისტი კონკრეტულ პირს ან პირებს ბრალს სდებს ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო, არამართლზომიერ, ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში, მაშინ ასეთი განცხადებები მიჩნეულ უნდა იქნას ბრალდებებად და არა მაუწყებლის პირად მოსაზრებად ან დამოკიდებულებად.

გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლის მიერ გაჟღერებულ ფრაზებს საფუძვლად უდევს და წინ უსწრებს ამავე მაუწყებლის  მიერ ჩატარებული საგამოძიებო სიუჟეტი და რადგანაც პირის მიმართ გამოითქვა ბრალდებები, ComCom-მა დაასკვნა, რომ აღნიშნული ვერ შეფასდება ჟურნალისტის პირად მოსაზრებად ან/და პოზიციის გამოხატვად. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „საქართველოს მომავლის აკადემიის“, ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივრები არ დააკმაყოფილა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები