წვდომის მენიუ

ივნისი 06, 2025 10:54

ComCom-მა სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ, პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან მედიაწიგნიერების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა მედიაწიგნიერების არსი და მისი როლი თანამედროვე სამყაროში; დეზინფორმაციის შექმნისა თუ გავრცელების შესაძლო მოტივები; დეზინფორმაციისა და მანიპულაციური კომუნიკაციის ტექნიკები; პროპაგანდის და კონსპირაციული თეორიების მნიშვნელობა და მახასიათებლები; ასევე, ხელოვნური ინტელექტი ყალბი ინფორმაციის შექმნის კონტექსტში და ინფორმაციის გადამოწმების საკვანძო ეტაპები. შეხვედრა თეორიული ნაწილის გარდა, ინფორმაციის გადამოწმების შესახებ გუნდურ სავარჯიშოებსაც მოიცავდა.

კომუნიკაციების კომისია, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი ორგანო, პარტნიორ უნივერსიტეტებთან სემინარების სერიას მომავალშიც გააგრძელებს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები