ComCom-მა სომხეთის მარეგულირებელ კომისიაში საზღვრისპირა რადიოსადგურების შესახებ შეხვედრა გამართა

კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა - გიორგი პაპავამ და ზაზა გონჯილაშვილმა - სომხეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელი კომისიის (PSRC) თანამშრომლებთან გამართეს შეხვედრა, რომელიც სომხეთსა და საქართველოს საზღვრისპირა რაიონებში, მოქმედი და პერსპექტიული FM რადიოსადგურების შეუფერხებლად მუშაობის კოორდინაციას ემსახურებოდა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა სპექტრის მონიტორინგის სისტემების გამოყენება და უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობა.