წვდომის მენიუ

სექტემბერი 25, 2025 11:21

ComCom-მა საჩხერის სამიზნე სოფლების მოსახლეობას „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ გააცნო

კომუნიკაციების კომისიამ საჩხერის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საჩხერის სამიზნე სოფლებში, კერძოდ, სარეკში, ქვემო ხევში, ბაჯითში, მოხვაში, ჩიხაში, ქვედა ორღულში, ჭალაში, ღონაში, დარყაში, პერევში, ჯრიაში, არგვეთში, იტავაზაში, ცხამში, ბახიოთში, კორბოულში, შომახეთში, ნიგვზარასა და ჯალაურთაში ადგილობრივებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა. შეხვედრებს ევროპისა და აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ციფრული სპეციალისტი ჰიმატი სინ სანდუ ესწრებოდა.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სამიზნე დასახლებების მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასოდ, ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში გადამზადდნენ და გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების ეფექტიანად  გამოყენება და სხვა. სემინარი ასევე ითვალისწინებს სერტიფიკატს. გადამზადების პროგრამაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ციფრულ ელჩს: ნინო გაფრინდაშვილს, 555 593 984.

შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები