ComCom-მა „პოსტვ“ წინასაარჩევნო დებატების განუთავსებლობისთვის წერილობით გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „პოსტვ“ 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, წინასაარჩევნო დებატების ეთერში განუთავსებლობისთვის წერილობით გააფრთხილა.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს, გადასცეს წინასაარჩევნო დებატები და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობა.
გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებელი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, კომუნიკაციების კომისიამ ის კანონის შესაბამისად, წერილობით გააფრთხილა.
