წვდომის მენიუ

ნოემბერი 14, 2023 14:48

ComCom-მა ოზურგეთში, ჩოხატაურსა და სამტრედიაში 1070 ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა

ComCom-ის ციფრული მხარდაჭერის პროგრამა წარმატებით დასრულდა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში, რომლის ფარგლებშიც, სულ 80-მდე სემინარი ჩატარდა და 1070 ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადამზადდა. ბენეფიციარებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობის, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ ცნობიერება აიმაღლეს.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში, გარდა ინტერნეტის გამოყენების შესახებ ჩატარებული ტრენინგებისა, ასევე გაიმართა შეხვედრები ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებებისა და სახელმწიფო ელ-აუქციონის გამოყენების შესახებ, სადაც მონაწილეობას მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი მეწარმეები და სხვა დაინტერესებული პირები იღებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, ხორციელდება პროექტი Log-in Georgia, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები