წვდომის მენიუ

დეკემბერი 11, 2025 12:14

ComCom-მა და ალტერბრიჯმა სტუდენტებისთვის მედიაწიგნიერებისა და ფსიქოლოგიის შესახებ კინოჩვენება გამართეს

კომუნიკაციების კომისიისა და უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ორგანიზებით, სტუდენტებისთვის გაიმართა ღონისძიება „ფსიქოლოგიის 3 საათი“, რომლის ფარგლებშიც  კინოჩვენება და მედიაწიგნიერების თემაზე პანელური დისკუსია ჩატარდა.

ღონისძიების გახსნით ნაწილში, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, სტუდენტებსა და მოზარდებში მედიაწიგნიერების უნარების განვითარების მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა და აუდიტორიას ComCom-ის პროექტები გააცნო.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა სერიალის, „Adolescence“-ის ეპიზოდი იხილეს, სადაც მკაფიოდ არის წარმოჩენილი, თუ რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს სოციალურ ქსელს მოზარდების ფსიქოლოგიაზე. ჩვენების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნინო მაჭავარიანმა მიიღო მონაწილეობა და სერიალში წამოჭრილი საკითხების კონტექსტში, მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პანელურ დისკუსიას მოდერაციას „ალტერბრიჯის“ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ანი გვეტაძე უწევდა. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ „ალტერბრიჯის“ აფილირებული ასისტენტ-პროფესორი და ფსიქოლოგი, მარიამ კურტანიძე და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ირინა აღაპიშვილი. ღონისძიების ფარგლებში მარიამ კურტანიძემ სერიალში ასახული სოციალური პრობლემები ფსიქოლოგიურ ჭრილში შეაფასა, ხოლო ირინა აღაპიშვილმა სამართლებრივ ასპექტებსა და მშობლის როლზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრის დასასრულს მოდერატორმა მონაწილეებს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები