ComCom-ის წარმომადგენლებმა მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის სამთავრობო-საკონსულტაციო კომიტეტის (ICANN/GAC) შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებმა, ნინო გრძელიშვილმა და მზია გოგილაშვილმა, პრაღაში გამართულ მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის სამთავრობო-საკონსულტაციო კომიტეტის (GAC/ICANN) შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ICANN-ის რიგით 83-ე ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტისთვის (WSIS+20) პოზიციის განხილვასა და ICANN-ის როლს გლობალური ინტერნეტ-მმართველობის პოლიტიკის შექმნაში. შეხვედრაში ComCom-ის წარმომადგენლების მონაწილეობა ხაზს უსვამს ზემოაღნიშნულ პროცესებში საქართველოს, როგორც ICANN-ის სამთავრობო საკონსულტაციო კომიტეტის (GAC) წევრის ჩართულობის მნიშვნელობას.
ICANN-ის 83-ე ფორუმი მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის სამთავრობო-საკონსულტაციო კომიტეტის წევრებსა და სხვა ჩართულ მხარეებს შორის ინტერნეტ-მმართველობის, DNS-ის (დომენური სახელების სისტემა) უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე, ეროვნული ccTLD-ების (ქვეყნის ეროვნული კოდი ზედა დონის დომენში) განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.