წვდომის მენიუ

სექტემბერი 24, 2025 14:20

ComCom-ის წარმომადგენლებმა BRAF-ის მე-12 წლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებმა, თინათინ ჭაჭუკაშვილმა და თამარ პოპიაშვილმა, შავი ზღვის აუზის ქვეყნების მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ფორუმის (BRAF) მე-12 წლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, ComCom-ის წარმომადგენლებმა მონაწილეებს კონტენტის რეგულირებისა და მედიაწიგნიერების ხელშეწყობის მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

ღონისძიების მთავარ თემას წარმოადგენდა სიძულვილის ენა და ინფორმაციის თავისუფლება აუდიოვიზუალურ მედიასა და ონლაინ პლატფორმებზე. ამასთან, შეხვედრა ინფორმაციის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებზე ეთიკური პრინციპების სახელმძღვანელოსა და სამართლებრივი ჩარჩოს განვითარების მიმართულებით მარეგულირებელი ორგანოების როლის განხილვას დაეთმო. შეხვედრა BRAF-ის სამდივნოსა და ალბანეთის აუდიოვიზუალური მედიის ორგანოს (AMA) მიერ იყო ორგანიზებული.

შავი ზღვის აუზის ქვეყნების მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ფორუმი 2009 წელს დაარსდა და ყოველწლიურად იმართება. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები არიან საქართველო, თურქეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუმინეთი, რუსეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, უკრაინა და სერბეთი.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები