წვდომის მენიუ

ნოემბერი 11, 2025 13:13

ComCom-ის წარმომადგენელმა ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის 74-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, მონაწილეობა მიიღო ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის (EAO) აღმასრულებელი საბჭოს რიგით 74-ე სხდომაში, რომელიც EAO-ს 2026 წლის სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის დამტკიცებას დაეთმო.

სხდომის ფარგლებში, EAO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და წარმომადგენლებმა წარადგინეს ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის მიმდინარე საქმიანობა, ასევე, ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები და სხვა საორგანიზაციო საკითხები მიმოიხილეს. ღონისძიებაზე ასევე განხილული იყო EAO-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები ევროპაში აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზის, საზოგადოებრივი მაუწყებლების მმართველობისა და დაფინანსების მოდელების, ასევე ევროპული აუდიოვიზუალური კანონმდებლობის გამოწვევების შესახებ. ამასთან, სხდომის ფარგლებში აღინიშნა, რომ 2027 წლიდან ობსერვატორიის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეობას ნორვეგია გადაიბარებს.

შეგახსენებთ, რომ EAO არის ორგანიზაცია, რომელიც ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ 1992 წლიდან ფუნქციონირებს და ევროპაში ფილმის, მაუწყებლობის და აუდიოვიზუალური ინდუსტრიის სფეროში არსებული ფაქტებისა და მონაცემების ანალიზს ახორციელებს. ამჟამად ორგანიზაციას 41 წევრი ჰყავს. საქართველო ორგანიზაციის წევრი 2016 წელს, ხოლო თავმჯდომარე ქვეყანა 2024 წელს გახდა. EAO-ში ქვეყანას კომუნიკაციების კომისია წარადგენს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები