წვდომის მენიუ

სექტემბერი 19, 2025 15:56

ComCom-ის მრჩეველთა საბჭოს წევრმა სიგნალის დამუშავების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, პროფესორმა სერგო შავგულიძემ, მიწვეული მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „2025 International Scientific Conference on Frontiers of Signal Processing“, რომელიც სიგნალის დამუშავების მეთოდებს შეეხებოდა.

ღონისძიების ფარგლებში, სერგო შავგულიძემ უხელმძღვანელა სესიას მულტიმოდალური სიგნალების აღმოჩენის, შეფასებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ.

ICFSP ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მკვლევრებს, მეცნიერებსა თუ ინჟინრებს აერთიანებს და მიზნად სიგნალის დამუშავების სფეროში ახალი კვლევის შედეგების, გამოცდილების, მოსაზრებებისა და გამოწვევების გაზიარებას ისახავს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები