წვდომის მენიუ

მარტი 28, 2024 12:31

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპის განვითარების შესახებ სემინარი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, იმ სტარტაპერებისთვის, რომელთაც უკვე მოიპოვეს GITA-ს 150 ათასიანი გრანტი, სემინარი „რა ხდება დაფინანსების შემდეგ?” ჩატარდა. შეხვედრას ანტრეპრენერი და ტექნიკური კომერციალიზაციის ექსპერტი, დავით ჩეჩელაშვილი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს სტარტაპის მართვისა და განვითარების მიმართულებით, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ იმ დაბრკოლებების გადაჭრის გზებს, რომლებსაც სტარტაპერები დაფინანსების მოპოვების შემდეგაც ხვდებიან, კერძოდ: როგორ გადაწყვიტონ რა უნდა იყოს შემდეგი ეტაპი, ასევე, როგორ გააგრძელონ პროდუქტის განვითარება, მომხმარებელთან დაახლოება და რა გზებით მოიძიონ შემდგომი დაფინანსება. გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი სტარტაპების მაგალითები განეხილათ და ტრენერისთვის შესაბამისი შეკითხვები დაესვათ.

შეგახსენებთ, რომ სტარტაპერების ხელშეწყობის მიზნით, მედიალაბი უკვე მეხუთე წელია მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს სრულიად უფასოდ ატარებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები