ComCom-ის მედიალაბში სტარტაპის ფინანსების მართვის შესახებ სემინარი ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და მომავალი სტარტაპერებისთვის სემინარი “როგორ ვმართოთ ფინანსები სტარტაპში” ჩატარდა. შეხვედრას საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი და “Ants”-ების თანადამფუძნებელი, ნიკა წიკლაური უძღვებოდა.
სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა სტარტაპის ფულადი სახსრების, მოპოვებული ინვესტიციებისა თუ გრანტების ეფექტიანად გადანაწილებისა და ბიუჯეტის მართვის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ სტარტაპერების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, მედიალაბი უკვე მეხუთე წელია, სრულიად უფასოდ, მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს ატარებს.