წვდომის მენიუ

სექტემბერი 30, 2024 13:10

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი „შეცდომები და შესაძლებლობები“ ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები სტარტაპერებისთვის პრაქტიკული ტრენინგი „იდეიდან პროდუქტამდე: შეცდომები და შესაძლებლობები“ ჩატარდა. შეხვედრას მეწარმე და Kernel-ის თანადამფუძნებელი, ბექა დალაქიშვილი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს სტარტაპის საწყისი ეტაპის გავრცელებული შეცდომების თავიდან არიდების მიზნით, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

ტრენინგის ფარგლებში, განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა გუნდის შეკრება და ეფექტური მართვა, ძლიერი სამუშაო კულტურის ჩამოყალიბება, გუნდში დავალებების განაწილების ხელოვნება, თანადამფუძნებლის სწორად შერჩევა და პირველი ინვესტიციის მოზიდვის გზები. ამასთან, შეხვედრის განმავლობაში, მონაწილეები ჩაერთნენ პრაქტიკულ სემინარში, რომლის ფარგლებშიც იმუშავეს იდეალური მომხმარებლის პროფილის (ICP), ფასეულობის შეთავაზების, MVP-ისა და მომხმარებლის კითხვარის შედგენაზე.

ღონისძიება გავრცელებული შეცდომების განხილვითა და ნაცადი სტრატეგიების გაზიარებით, ემსახურებოდა დამწყები და მომავალი სტარტაპერების, დამფუძნებლებისა თუ ინოვატორების დახმარებას მინიმალური დაბრკოლებებით თავიანთი იდეების წარმატებულ პროდუქტებად გარდაქმნაში.

შეგახსენებთ, რომ სტარტაპერების ხელშეწყობის მიზნით, მედიალაბი უკვე მეხუთე წელია მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს სრულიად უფასოდ ატარებს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები