წვდომის მენიუ

ოქტომბერი 16, 2025 16:57

ComCom-ის მედიააკადემიის „მასტერკლასს“ კობა ლიკლიკაძის ონლაინ ლექციები დაემატა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის „მასტერკლასს“ სამხედრო რეპორტიორისა და ჟურნალისტის, კობა ლიკლიკაძის ონლაინ ლექციები ყოველ ოთხშაბათს დაემატება. მასტერკლასის ფარგლებში ავტორი მაყურებელს 30-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით პრაქტიკულ რჩევებს, ფრონტის ხაზის ისტორიებსა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას გაუზიარებს. ონლაინ ლექციების სერია ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვისაა განკუთვნილი.

მედიააკადემიის „მასტერკლასი“ კობა ლიკლიკაძესთან ერთად, მედიის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე 17 ავტორის ლექციებს აერთიანებს. მათ შორის არიან: ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნინო შუბლაძე, ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე, საჯარო გამოსვლის სპეციალისტი და ფსიქოლოგი ნატა ასათიანი, რეპორტიორი დავით კაკულია, პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე, პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, ჟურნალისტი ეკა ბერიძე, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი თამთა სანიკიძე, ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი, ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილი, პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია, ჟურნალისტი მაკა ანთიძე, ასევე, ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე და BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერი, ნათია აბრამია.

შეგახსენებთ, რომ „მასტერკლასი“ დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, საჭირო ცოდნა სრულიად უფასოდ, პროფესიონალი ავტორებისგან მიიღონ. ონლაინ ლექციებს კი, დაწყების დღიდან, უკვე ორი მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ნახვა აქვს.

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები