წვდომის მენიუ

ივნისი 02, 2025 11:10

ComCom-ის მედიააკადემიაში სახალხო დამცველის საჯარო ლექცია ჩატარდა

ComCom-ის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ადამიანის უფლებების შესახებ სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის საჯარო ლექცია ჩატარდა.

შეხვედრის ფარგლებში მიმოხილული იყო ადამიანის უფლებების კუთხით არსებული  გამოწვევები; ასევე, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, ქალთა თუ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობები. გარდა ამისა, ლექციის თემებს წარმოადგენდა: ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია; პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პრაქტიკა; უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდადებულების მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზი.

მედიააკადემია, მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს, მეექვსე წელია, კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებსა და ლექციებს სრულიად უფასოდ სთავაზობს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები