ივლისი 20, 2020 9:21

ComCom ანალიტიკა - სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში

ComCom ანალიტიკა - კომუნიკაციების კომისიის ახალი სერვისი სატელეკომუნიკაციო სფეროს ტენდენციებით დაინტერესებული პირებისთვის. კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებლებისთვის და სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებით დაინტერესებული პირებისთვის ახალი ინოვაციური სერვისი შექმნა. ComCom ანალიტიკა - ნებისმიერ მსურველს მარტივი ავტორიზაციით შეუძლია გამოიწეროს და მეილზე მიიღოს სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ აქტუალურ და საინტერესო ინფორმაცია. ComCom ანალიტიკის გამოწერის შემთხვევაში მომხარებელი მიიღებს უახლეს ყოველთვიურ და ყოველკვარტალურ ინფორმაციას კომუნიკაციების სფეროს ტენდენციების შესახებ.

აღნიშნული სერვისის მისაღებად, კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალს გამოწერის კატეგორია დაემატა, ComCom ანალიტიკა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროს განვითარების ტენდენციების შესახებ ამომწურავ და უახლეს ინფორმაციას მიაწვდის გამომწერებს. 

გამომწერებს აქვთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ ანგარიშის გამოწერის პერიოდულობა, ასევე მიუთითონ, თუ რომელი  სფეროს შესახებ სურთ ინფორმაციის მიღება, მაუწყებლობის თუ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ. გამომწერს შეუძლია მიუთითოს მომსახურების სახეები, მათ შორის, ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურება, მობილური მომსახურება, მაუწყებლობის ტრანზიტი და  მაუწყებლობა.

ComCom ანალიტიკის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს მაუწყებლობის ტენდენციებს, მათ შორის  ერთი მაყურებელი რა  დროს უთმობს  სხვადასხვა ჟანრის გადაცემების ყურებას, გადახვევის რეჟიმში უფრო ხშირად უყურებენ ტელევიზორს თუ პირდაპირ რეჟიმში. ასევე ელექტორნული კომუნიკაციების ნაწილში ComCom ანალიტიკაში თავმოყრილია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია - რა რაოდენობის ინტერნეტს მოიხმარს ერთი აბონენტი, როგორია მობილური კომუნიკაციების მოხმარების ტენდენცია, როგორი შემოსავლები აქვთ კომპანიებს, რამდენს ხარჯავს ერთი ადამიანი საშუალოდ სატელეკომუნიკაციო მომსახურეობებში და სხვა. 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები