თებერვალი 01, 2021 10:13

დასრულებული: სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მომსახურების დანახარჯთა და ტარიფის დადგენის მთავარი სპეციალისტი

კომუნიკაციების კომისია აცხადებს კონკურსს სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მომსახურების დანახარჯთა და ტარიფის დადგენის მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე.

კომუნიკაციების კომისიის აპარატში, კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით, შექმნილია სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი, რომელიც  უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ბაზრის  კონკურენციის წინასწარ რეგულირებას,  ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებას,  გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, ქსელის შესაბამის ელემენტებთან არადისკრიმინაციული დაშვებისა და ურთიერთჩართვის უზრუნველყოფას; ასევე, საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის რეგულირებას და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: comcom.ge

თანამდებობრივი სარგო:    4162 - 5827  ლარი  

ანგარიშვალდებულება: სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი.

კატეგორია: კვლევა-ანალიტიკა

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

საბუთების მიღების ვადა: 2020 წლის 31 დეკემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის  ჩათვლით.

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

  • კომისიის  მიერ  მნიშვნელოვანი  საბაზრო  ძალაუფლების  მქონე  პირების  დადგენის  მიზნით მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებში კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარება და შესაბამისი წინადადებებისა და პროექტების  მომზადება;
  • ბაზრის შესაბამის სეგმენტებში კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების გათვალისწინებით წინადადებების მომზადება მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებისთვის სპეციფიკური ვალდებულებების  დაკისრების, შეცვლის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ;
  • ერთი ან რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის შეზღუდვის მიზნით შერწყმის, წილისა და აქტივების შეძენა-გასხვისების ანალიზი და მარეგულირებელი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
  • მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების  მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება;
  • მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ შემუშავებული ოფერტების განხილვა; მისი შესაბამისობის დადგენა გადაწყვეტილებებთან და საკანონმდებლო ნორმებთან და დასკვნების მომზადება;
  • სპეციფიკური ვალდებულების შესრულების მონიტორინგის მიზნით ოპერატორებთან თანამშრომლობა,  ინფორმაციის გამოთხოვა,  შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში დასკვნების მომზადება;
  • ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული პროცედურების წარმოება;
  • ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მონიტორინგის გაწევა კონკურენციის შესაძლო დარღვევის რისკების ან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოსავლენად და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;
  • ავტორიზებული პირების მიერ შემუშავებული სატარიფო გეგმის ანალიზი, შეფასება და კომისიისათვის რეკომენდაციების მომზადება  შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.
  • ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი პროდუქტების მდგენელების  ფინანსური და ტექნიკური კომპონენტების მონიტორინგი; განცალკევებული ხარჯთაღრიცხვისათვის,  ყოველთვიურად და ყოველკვარტლურად კომისიაში წარმოდგენილ მონაცემებთან შესაბამისობის დადგენა, ანალიზი;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მინიმალური განათლება:     ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ტელეკომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული ინჟინერიის, ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მათემატიკის ან ფიზიკის მიმართულებით.

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს რომელიმე სერტიფიკატი ჩამოთვლილთაგან:

  • ACCA კვალიფიკაცია (პირველი ან/და მეორე დონე)
  • CPA კვალიფიკაცია სრულად;
  • CMA, CIMA კვალიფიკაცია;

სამუშაო გამოცდილება:  სულ მცირე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებით ავტორიზებულ ან სერვისის მიმწოდებელ კომპანიაში:  ფინანსური  აღრიცხვის, ანალიზის ან რეპორტინგის მიმართულებით; შიდა პროცესების და რისკების მართვის,  IT რეპორტინგის, კომერციის, მარკეტინგის ან/და ახალი პროდუქტების დანერგვის და ახალი სერვისების შექმნის მიმართულებით.

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს  კანონი  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“

უცხო ენების ცოდნა

  • ინგლისური ენა -  B2 

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

  • MS Office MS Office (Word, Power Point), MS Excel – ძალიან კარგი.

კომპეტენცია და  უნარები:

  • პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დაგეგმვა და ორგანიზება;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტიანი მართვა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სახელმწიფო ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ეკონომიკური დამოკიდებულებების ანალიზისას, შესწავლისას და ამოცანების გადაწყვეტისას რაოდენობრივი, მათემატიკური და სტატისტიკური, მეთოდების გამოყენების უნარი

დამატებითი ინფორმაცია

განაცხადის შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას;
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშაობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;   (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი;
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კომუნიკაციების კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.  

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

* ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საკონკურსო კომისიის სხდომები და საკონკურსო კომისიის ეტაპები შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად;

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • ზეპირი დავალება და გასაუბრება;
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება.

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა გამოცხადებული მოთხოვნების შესაბამისად:  აღნიშნულ ეტაპზე ფასდება შემოტანილი საბუთების შესაბამისობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან მიმართებით.

მეორე ეტაპი -  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე-ეტაპად - ზეპირი დავალება და გასაუბრება.

I - ზეპირი დავალება:  საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული ცოდნის, უნარების და ინგლისური ენის კომპეტენციების და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების შეფასება.

II - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან - კომისიის მიერ ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

საკონკურსო  კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის №  50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; 

საკონტაქტო პირი: მარიამ ჩოხელი, ტელ: 593 22 63 24; ელ-ფოსტა vacancy@comcom.ge

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე და სავალდებულო დოკუმენტაცია შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@comcom.ge  მოთხოვნლი წესის შესაბამისად.

ველში Subject მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები