დასრულებული: მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი
- კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
- ორგანიზაცია: საქართველოს პარლამენტი
- კატეგორია: იურიდიული
- განცხადების ბოლო ვადა: 28.03.2024
- თანამდებობრივი სარგო: 6050 ლარი
- ადგილების რაოდენობა: 1
- სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
- სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციებია:
ა) მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, მათზე რეაგირებისთვის ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება;
ბ) მომხმარებლებზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სატარიფო და სხვა სარეგულაციო ცვლილებების გავლენის შედეგების შეფასება;
გ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მომხმარებელთა სახელით მხარედ გამოსვლა;
დ) მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ კომპანიასთან დავაში ინდივიდუალური მომხმარებლის წარმოდგენა;
ე) საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების მიერ იმ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე.
მოთხოვნები:
- მინიმალური განათლება - ბაკალავრი
- პროფესია - იურისტი
დამატებითი მოთხოვნები:
1. საზოგადოებრივი დამცველის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომუნიკაციების სფეროსა და მომხმარებელთა უფლებების კვალიფიციური ცოდნა.
- საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.
2. საზოგადოებრივი დამცველის სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
ბ) ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
გ) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
დ) ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი;
ე) კვლევა შესაბამის სფეროში;
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები;
ი) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
კ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
ლ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
მ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; ნ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ო) „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;
პ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ჟ) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი; რ) „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ს) ბავშვის უფლებათა კოდექსი;
ტ) 17 მარტის №3 დადგენილება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
უ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის №4 დადგენილება „ინტერნეტ- მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე“;
ფ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 თებერვლის №1 დადგენილება „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ქ) „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხებით" გათვალისწინებული, კომუნიკაციების სფეროში არსებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტები.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო კომისიის მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი №8 საქართველოს პარლამენტის სასახლე.
საკონტაქტო ტელეფონები: 0322281668/0322281318; 555333982/577134470.
საკონტაქტო პირი: თამილა შაბაშვილი / ელენე ჭეიშვილი
კონკურსის ეტაპები:
განცხადების გადარჩევა
გასაუბრება
ვაკანსიის სრულად სანახავად და განაცხადის დასაფიქსირებლად გადადით მოცემულ ბმულზე