წვდომის მენიუ

ივნისი 10, 2022 17:28

დასრულებული: მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს  მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის  პოზიციაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობისა და სატელეკომუნიკაციო დარგების მარეგულირებელი ორგანოა რომელსაც 2018 წლიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, მედიაწიგნიერების ხელშეწყობა დაევალა.  კომისიის აპარატში შეიქმნა მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის შემუშავება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება;  ასევე, არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაცია იხ: http://comcom.ge

თანამდებობრივი სარგო: პოზიციისთვის განსაზღვრული სახელფასო განაკვეთის მინიმალური ოდენობა -   3330 ლარი (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:  ექვემდებარება მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსს

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

კატეგორია - განათლება, სოციალური მეცნიერებები, პროექტების მართვა.

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

საბუთების მიღების ვადები:  2022 წლის  10 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

  • ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ჩატარებული ევროპული  პროექტებისა და კვლევების  ანალიზი,  ევროპული აპრობირებული პროექტების ინიცირება და შეფასებაში მონაწილეობა; 
  • შერჩეული პროექტების ადმინისტრირება, საჭიროების შემთხვევაში პროექტის მენეჯერის ასისტირება;
  • მედიაწიგნიერების პროექტების მონაცემების შეგროვება, მონაცემთა ბაზის წარმოება და მუდმივი მონიტორინგი;
  • მედიაწიგნიერების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით სხვადასახვა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმის განვითარების ხელშეწყობა.
  • მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით;
  • სემინარების, ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება მედიაწიგნიერების მიმართულებით;
  • დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების, ან საზოგადოებასთან ურთიერთობის, ან სამართლის, ან მართვის/მენეჯმენტის, ან ეკონომიკის, ან საჯარო მმართველობის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება, აქედან სულ მცირე 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება  მედიაწიგნიერების მიმართულებით, ან საგანმანათლებლო პროექტების მართვის/ადმინისტრირების  მიმართულებით ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.

სასურველია:

  • სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო / დონორ ორგანიზაციებში;

საკონკურსო თემატიკა:  

უცხო ენების ცოდნა:

  • ინგლისური ენა (წერითი უნარები, მეტყველება) -   C1

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

MS Office (MS Word,  MS Excel,  MS Power Point ) - კარგი

კომპეტენცია და  უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.

განაცხადის შევსების დროს  „ჩემის რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი, რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;  (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციებზე, აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდეს შემდეგ ეტაპებად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • ტესტირება ინგლისურ ენაში;
  • გასაუბრება;
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება.  

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მეორე ეტაპი - საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე ეტაპად, ტესტირება ინგლისურ ენაში და გასაუბრება.

I - ტესტირება ინგლისურ ენაში - ტესტირების დროს შეფასდება აპლიკანტთა ინგლისური ენის ცოდნის დონე.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც წერით დავალებაში მიიღებენ მოთხოვნილ დონეს.

შენიშვნა: ინგლისური ენის ტესტირებისგან გათავისუფლდებიან და გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი დონის დამადასტურებელ ვალიდურ ცნობას - სტანდარტიზებული ტესტები (TOEFL-ის, IELTS-ის,  Cambridge Certificate-ის, ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” მიერ ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტის სერტიფიკატი). ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურებისაგან ასევე გათავისუფლდება კანდიდატი, რომელსაც ინგლისურ ენაზე მიღებული აქვს აკადემიური ხარისხი  (ბაკალავრი).

ასეთ შემთხვევაში კანდიდატმა თავის რეზიუმეში, ველში – „დამატებითი დოკუმენტაცია“ უნდა ატვირთოს ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის #653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანდიდატის შეფასებისას,  კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

II - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან:  ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული  ცოდნის, უნარების,  ინგლისური ენის ცოდნის, მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

შენიშვნა:  გამომდინარე იქიდან, რომ ამ პოზიციაზე მნიშვნელოვანია  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა, საერთაშორისო პროექტების განხორციელება და ა.შ. წარმატებულ აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ინგლისური ენის მაღალი კომპეტენცია. 

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

* საკონკურსო კომისიის სხდომები და საკონკურსო კომისიის ეტაპების შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად;

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადის წარმოდგენის  ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

საკონკურსო კომისიის მისამართი:

ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საკონტაქტო პირი:  სოფიო კაციტაძე  ტელ: +995 322393617;    ელ-ფოსტა:  vacancy@comcom.ge

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე, მოთხოვნილი წესის შესაბამისად.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები