წვდომის მენიუ

ოქტომბერი 20, 2020 17:07

დასრულებული: მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

კომუნიკაციების კომისია აცხადებს კონკურსს  მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის  პოზიციაზე             

კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობისა და სატელეკომუნიკაციო დარგების მარეგულირებელი ორგანოა. 2018 წლის დასაწყისში ამოქმედდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები, რომლის თანახმადაც კომისიას, მედია წიგნიერების მიმართულებით დაეკისრა ახალი ფუნქციების შესრულება. აღნიშნული მიზნით, კომისიის აპარატში შეიქმნა მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის შემუშავება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება;  ასევე, არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაცია იხ: http://comcom.ge

თანამდებობრივი სარგო: 4163 – 5828  ლარი (დარიცხული);

ანგარიშვალდებულება:  ექვემდებარება მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსს;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

კატეგორია: საერთაშორისო ურთიერთობები;

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.

საბუთების მიღების ვადები:   2020 წლის 20 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

  • მედიაწიგნიერების ხელშეწყობისათვის შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობა და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;  საერთო პროექტების განხორციელება;
  • მედიაწიგნიერების მიმართულებით სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ მარეგულირებლებთან, ექსპერტებთან  და შესაბამის სამიზნე ჯგუფებთან თანამშრომლობა და  პროექტების განხორციელება;
  • მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის  შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • რეგიონებში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშემწყობი პროექტების მართვა, ამ მიზნით საერთაშორისო  დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება,  შედეგების ანალიზი და შეფასება; კვლევის შედეგებზე დაყრდნობით პროექტების ინიცირება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან  თანამშრომლობა მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით;
  • საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება ცნობიერების ამაღლების კუთხით  განათლების  ყველა საფეხურზე (სკოლამდელი, სასკოლო ასაკისა და სკოლის  შემდეგომ);
  • მოსწავლეებსა და სტუდენტებთან, ასევე მშობლებთან, მასწავლებლებთან და შესაბამის სამიზნე აუდიტორიასთან  ციფრული წიგნიერების განვითარების უნარების გაუმჯობესებისათვის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და აღსრულების უზრუნველყოფა;
  • ყალბი ინფორმაციისა და დეზინფორმაციისგან დაცვისა და მედია კრიტიკის მიმართულებით სოციალური მედია კამპანიის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება; სემინარების ორგანიზება;
  • მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი მასალის მომზადება და მისი  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • „მედია აკადემიასთან“ და სხვა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება მედიის განვითარების ხელშეწყობის, კვლევებისა და მედია კრიტიკის განვითარების  მიმართულებით;
  • დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმალური განათლება: მაგისტრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, საჯარო მმართველობაში/სახელმწიფო მართვაში, განათლების მეცნიერებებში, ჟურნალისტიკაში, სამართალში ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების / საერთაშორისო პროექტების მართვის, მედიაწიგნიერების, კვლევების ან სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით.
სასურველია:
საერთაშორისო პარტნიორებთან/დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
საერთაშორისო პროექტების მართვის გამოცდილება.
სასურველია სერტიფიკატი პროექტების მართვაში (PMP)

საკონკურსო თემატიკა:     

  • „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი (მედიაწიგნიერიების ნაწილი);
  • მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა - სტრატეგია ;
  • მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა 

უცხოური ენების ცოდნა;

  • ინგლისური ენა  -  C1 დონე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

MS Office (MS Word, MS Excel, MS Power Point) - კარგი

კომპეტენცია და  უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.

განაცხადის შევსების დროს  „ჩემის რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი, რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;  (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციებზე, აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდეს სამ (3) ეტაპად:

შერჩევა განხორციელდეს სამ (3) ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • ზეპირი დავალება და გასაუბრება;
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება. 

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა გამოცხადებული მოთხოვნების შესაბამისად: აღნიშნულ ეტაპზე ფასდება შემოტანილი საბუთების შესაბამისობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან მიმართებით.

მეორე ეტაპი -  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კომპეტენციების შესაბამისად.   კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე ეტაპად - ზეპირი დავალება და გასაუბრება.

I - ზეპირი დავალება:  საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული ცოდნის, უნარების და ინგლისური ენის კომპეტენციების და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების შეფასება.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით შეფასების შემდეგ ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ ზეპირი დავალების მაქსიმალური ქულის მინიმუმ 70%-ს.

შენიშვნა:  გამომდინარე იქიდან, რომ ამ პოზიციაზე მნიშვნელოვანია  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა, საერთაშორისო პროექტების განხორციელება და ა.შ. წარმატებულ აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ინგლისური ენის მაღალი კომპეტენცია. 

II - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ტარდება კომისიის მიერ ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

* ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საკონკურსო კომისიის სხდომები და საკონკურსო კომისიის ეტაპების შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად;

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადის წარმოდგენის  ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

საკონკურსო კომისიის მისამართი:

ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საკონტაქტო პირი:  მარიამ ჩოხელი  ტელ: +995 322393617;    ელ-ფოსტა:  vacancy@comcom.ge

დაინტერესებულ პირებსგთხოვთ, ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზემოთხოვნლი წესის შესაბამისად.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები