წვდომის მენიუ

აპრილი 28, 2025 21:00

მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მედიამონიტორინგის წამყვანი სპეციალისტი

კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობისა და სატელეკომუნიკაციო დარგების მარეგულირებელი ორგანოა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესასრულებლად შექმნილია მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიზანია მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგის გაწევა და მათი საქმიანობის რეგულირება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://comcom.ge/ge/

თანამდებობრივი სარგო:    3330-4995 ლარი  (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსს

კატეგორია:  მონიტორინგი;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

საბუთების მიღების ვადა: 2025 წლის 28 აპრილიდან  15 მაისის ჩათვლით

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის, ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ სამაუწყებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, აგრეთვე კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე, (მათ შორის, შინაარსობრივი რეგულირების ნორმების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის ნორმების, სარეკლამო კომუნკაციების მარეგულირებელი ნორმების დაცვაზე), გეგმიური და რეაქციული მონიტორინგის განხორციელება; დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში,  შესაბამისი დასკვნებისა და საჭირო დოკუმენტაციის (მოხსენებითი ბარათები, ანგარიშები) მომზადება, დადგენილი წესების მიხედვით;
  • მაუწყებლების მიერ შინაარსობრივი რეგულირების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით კომისიაში შემოსულ  საჩივრებზე რეაგირება: სამაუწყებლო სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მიმართებით საჩივრების შესწავლა,  განხილვა (ხელმძღვანელისა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლების ჩართულობით) და შესაბამისი დასკვნების მომზადება, დადგენილი ვადებისა და წესების სრული დაცვით;
  • რეგულირებასთან, მათ შორის, შინაარსობრივი რეგულირების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მისაღები დოკუმენტების (სახელმძღვანლო დოკუმენტები, სტანდატები და სხვ.)  შემუშავების ან/და განახლების პროცესებში მონაწილეობა;
  • საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის ამოცანებიდან და პროექტების მიზნებიდან გამომდინარე, მაუწყებლობის რეგულირების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  • კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხების მომზადება, მათ შორის, საჯარო ინფორმაციიის გაცემის თაობაზე;
  • კონსულტაციებისა და დახმარების გაწევა ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელებისათვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისათვის მაუწყებლობის სფეროში კონონმდებლობის მოთხოვნათა შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში, შიდა და გარე შეხვედრებზე, მათ შორის, კომისიის სხდომებზე, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წარმოდგენა ან/და მონაწილეობა;
  • უშუალო ხელძღვანელის დავალებით/ხელმძღვანელთან შეთანხმებით, კომისიაში მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია:

მინიმალური განათლება:  ბაკალავრის ხარისხი

სასურველია

სასურველია: მაგისტრის ხარისხი

შენიშვნა: საბოლოო შერჩევის ეტაპზე, უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც მოთხოვნილ სამუშაო გამოცდილებასთან ერთად, მიღებული აქვთ განათლება სამართლის ან ჟურნალისტიკის/მასობრივი კომუნიკაციების დარგში.

სამუშაო გამოცდილება:
1. ჟურნალისტიკის, მასობრივი კომუნიკაციების, სატელეკომუნიკაციო დარგში მუშაობის ან/და იურისტად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება
ან
2. ნებისმიერი მიმართულებით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, აქედან 1 წელი უშუალოდ მედიის სამართლის ან/და მედიამონიტორინგის მიმართულებით.

საკონკურსო თემატიკა:

  • მაუწყებლობის ქცევის კოდექსი.

ენების ცოდნა

  • ინგლისური ენა -  B2

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

  • MS Office MS Office (Word Excel, Power Point ) - კარგი

კომპეტენცია და  უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება.

განაცხადის შევსების დროს (განაცხადის შესავსებად საჭირო ბმული შეგიძლიათ, იხილოთ განცხადების ბოლოს) „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშაობის ან აკადემიური თანამშრომლობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;   (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც პირველი პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.  

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა,
  • ზეპირი დავალება და გასაუბრება,
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება. 

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მეორე ეტაპი -  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე-ეტაპად - ზეპირი დავალება და გასაუბრება.

ზეპირი დავალება და გასაუბრება  -  ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული  ცოდნის, უნარების,  ინგლისური ენის ცოდნის, მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია განმეორებით გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

* საკონკურსო კომისიის სხდომები და საკონკურსო კომისიის ეტაპები შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის №653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  კანდიდატის შეფასებისას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

საკონკურსო  კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის №  50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საკონტაქტო პირი: ანა მახარაშვილი, ტელ: +995 322393617; ელ-ფოსტა vacancy@comcom.ge

ლინკი : HR.gov.ge - მთავრობის ადმინისტრაცია

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები