წვდომის მენიუ

თებერვალი 05, 2024 15:40

დასრულებული: კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი, რომელიც  უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე  კონკურენციის წინასწარ და შემდგომ რეგულირებას, სატელეკომუნიკაციო სექტორის განვითარების და ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის  ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებას,  გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, მომსახურების შესაბამის სეგმენტებზე არადისკრიმინაციული დაშვებისა და ურთიერთჩართვის პირობების უზრუნველყოფას; ასევე, ავტორიზებული პირების საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის შეფასებას და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს განსაზღვრას; მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://comcom.ge/ge/

თანამდებობრივი სარგო:  4995-დან - 6660-მდე ლარი (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:

კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი

კატეგორია -  ბიზნესი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ადგილების რაოდენობა: 2

საბუთების მიღების ვადა: 2024 წლის 5  თებერვლიდან  24 მარტის ჩათვლით

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

  1. სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების მეთოდოლოგიური ჩარჩოს თანმიმდევრული სრულყოფისა და კომისიის მეთოდოლოგიური მიდგომების ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების თაობაზე რეკომენდაციების მომზადება და მათი იმპლემენტაციის უზრუნველყოფა;
  2. საერთაშორისო სტანდარტების და ევროპული პრაქტიკის შესწავლა -  სხვა ქვეყენების რელევანტური გამოცდილების გაზიარებისა და შესაბამისი კვლევისა და ანალიზის ჩატარების უზრუნველსაყოფად, რომელიც მოიცავს სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარების ტენდენციების, ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების, შესაბამისი ბაზრებისა და სეგმენტების მარეგულირებელი პრაქტიკის, სატელეკომუნიკაციო მომსახურებათა ფასების, პროდუქტებისა და შეთავაზებების კვლევას და სიახლეების გაცნობას და შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშების მომზადება.
  3. ქვეყანაში დარგის განვითარების ტენდენციების კვლევა, მათ, შორის, დარგის ეკონომიკური ანალიზი, ავტორიზებული პირების ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, მომსახურებათა ფასების, პროდუქტებისა და შეთავაზებების კვლევა და შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
  4. სატელეკომუნიკაციო ბაზრების შესაბამის სეგმენტებზე მონიტორინგის გაწევა კონკურენციის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რისკების ან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოსავლენად და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება; ბაზრის კონკურენტულობასა და სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე გავლენის მქონე პოტენციური ფაქტორების პერიოდული ანალიზი, ანგარიშგება და წინადადებების მომზადება;
  5. კომისიის მიერ დამტკიცებული ბაზრის კვლევის მეთოდოლოგიის შესაბამისად მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და წარდგენა კომისიისთვის;
  6. სატელეკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე კონკურენციის კვლევის და ანალიზის ჩატარება - კომისიის მიერ დამტკიცებული ბაზრის კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით შესაბამისი (რეგულირებას დაქვემდებარებული) მომსახურების ბაზრების განსაზღვრა, კონკურენციის კვლევა, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების გამოვლენა და სპეციფიკური ვალდებულებების განსაზღვრის უზრუნველყოფა; დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეცვლის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ წინადადებების მომზადება;
  7. სატარიფო რეგულირების განსაზღვრის შემთხვევაში საცალო/საბითუმო ტარიფის კალკულაციის შესაბამისი მოდელ(ებ)ის (LRIC, FAC, Marginal cost და ა.შ) განსაზღვრა და მოდელის შედგენა, შესაბამისი საცალო/საბითუმო ტარიფების გაანგარიშება;
  8. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების   (მათ შორის მოწვევის წინადადებების (ე.წ. ოფერტების), განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგებების წარმოდგენის, სხვა ) მონიტორინგი  და პერიოდული ანგარიშგება;
  9. ერთი ან რამდენიმე ავტორიზებული პირის შერწყმის, წილისა და აქტივების შეძენა-გასხვისების წინასწარი ანალიზი და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
  10. კომისიის სარეგულაციო გადაწყვეტილებების, მათ შორის, კონცენტრაციის რეგულირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა შედეგების და გავლენის მონიტორინგი, ანალიზი და შედეგების შესაბამისად კომისიისათვის წინადადებების მომზადება შემდგომი რეაგირების თაობაზე;
  11. განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე, ასევე, საკუთარი ინიციატივით კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული პირების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის საკითხის შესწავლა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
  12. ავტორიზებული პირების მიერ  პერიოდულად (წელი, კვარტალი, თვე) ან კომისიის დამატებით მოთხოვნისამებრ  წარმოდგენილი ინფორმაციის  შესწავლა, ანალიზი, მომსახურების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შეფასება, ანგარიშგება და საჭიროების შემთხვევაში  შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა; ავტორიზებული პირების მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებში წარმოდგენილი მონაცემების არასაკმარისობის ან უზუსტობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
  13. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დადგენის მეთოდოლოგიის შემუშავება/განახლების შესახებ წინადადებების მომზადება,  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დათვლა ბიზნეს-მოდელირებისა და ბენჩმარკინგის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
  14. დეპარტემენტის საქმიანობიდან გამომდინარე კომისიის სხვადასხვა (მათ შორის შესაბამისი ბაზრის წინასწარი და შემდგომი რეგულირების კვლევისა და ანალიზის) ფუნქციურ დავალებებში/პროექტებში ჩართულობა, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროექტების მართვა;
  15. კომისიისადმი კანონით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის, ოპერატორებთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
  16. კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ტელეკომუნიკაციების მიმართულებით.

სასურველია, კანდიდატი ფლობდეს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან ერთ-ერთში.

აუცილებელია:

  • ACCA კვალიფიკაცია ( სულ მცირე მეორე დონე, F1-დან - F9-ის ჩათვლით) ან
  • CPA-ს კვალიფიკაცია სრულად ან
  • CFA-ს (სულ მცირე პირველი დონე) ან
  • CMA ან CIMA კვალიფიკაცია.

შენიშვნა: აღნიშნული კვალიფიკაცია შესაძლოა დაკომპენსირდეს სატელეკომუნიკაციო დარგში ფინანსური ანალიზის, რეპორტინგის ან პროდუქტების განვითარების მიმართულებით არანაკლებ 6 წლიანი მუშაობის გამოცდილებით.

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსური ანალიზის, აუდიტის, კორპორაციული ფინანსების, ინვესტიციების მართვის, ბიზნეს საკონსულტაციო ან სატელეკომუნიკაციო პროდუქტების განვითარების და რეპორტინგის მიმართულებით.

სასურველია:

  • ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებით ავტორიზებულ კომპანიაში ფინანსების/ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზის ან აუდიტის კუთხით მუშაობის გამოცდილება;
  • საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ფინანსური ანალიზის, აუდიტის, რისკების მართვის  ან  ინვესტიციების შეფასების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება მარეგულირებელ ან საზედამხედველო ფუნქციის მქონე ადმინისტრაციულ ორგანოში ფინანსური დაგეგმვის, ანალიზის ან აუდიტის  მიმართულებით.

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“;
  • საქართველოს  კანონი  ,,კონკურენციის შესახებ”.

ენების ცოდნა:  ინგლისური ენა - B2

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Word, Power Point) - კარგი; MS Excel – ძალიან კარგი;

კომპეტენცია და  უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.

განაცხადის შევსების დროს (განაცხადის შესავსებად საჭირო ბმული შეგიძლიათ, იხილოთ განცხადების ბოლოს) „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშაობის ან აკადემიური თანამშრომლობის გამოცდილება);
  • ACCA-ს (F1- F9) ან CFA-ს (სულ მცირე პირველი დონე)ან CPA-ს ან CMA-ს ან CIMA-ს პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ატვირთეთ ტრენინგების, სემინარების და სასწავლო პროგრამების ველში);

შენიშვნა: საკონკურსო კომისია დამატებით იმსჯელებს იმ კანდიდატების თაობაზე, რომლებიც არიან აღნიშნული კვალიფიკაციის ან სერტიფიკატების მიღების პროცესში.

  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;   (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც პირველი პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.  

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა,
  • ზეპირი დავალება და გასაუბრება,
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება. 

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მეორე ეტაპი -  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე-ეტაპად - ზეპირი დავალება და გასაუბრება.

ზეპირი დავალება   და გასაუბრება  ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული  ცოდნის, უნარების,  ინგლისური ენის ცოდნის, მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

* საკონკურსო კომისიის სხდომები და საკონკურსო კომისიის ეტაპები შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის №653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  კანდიდატის შეფასებისას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 საკონკურსო  კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის №  50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; 

საკონტაქტო პირი: ანა მახარაშვილი, ტელ: 995322393617; ელ-ფოსტა vacancy@comcom.ge

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე, 
მოთხოვნლი წესის შესაბამისად

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები