იანვარი 29, 2021 11:13

დასრულებული: კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის უფროსი

კომუნიკაციების კომისია აცხადებს კონკურსს  კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის  მონიტორინგის ჯგუფის უფროსის ვაკანსიაზე.

კომუნიკაციების კომისიის აპარატში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტი, რომელიც შედგება შემდეგი ჯგუფებისაგან: ა) დაგეგმვის ჯგუფი; ბ) მონიტორინგის ჯგუფი; გ) ტექნოლოგიის ჯგუფი. მონიტორინგის ჯგუფის ძირითადი მიზანია რადიოსიხშირული სპექტრის,შესაბამისი ინფრასტრუქტურის და  მოქმედი რადიოქსელების ხარისხის მონიტორინგი, ინტერფერენციის გამომწვევი მიზეზების დადგენა, მონიტორინგის  სისტემების  მართვა და განვითარება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: comcom.ge

თანამდებობრივი სარგო:    4995-დან 6600-მდე ლარი (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:  სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის  უფროსი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

კატეგორია: ტელეკომუნიკაციები

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

საბუთების მიღების ვადა: 2020 წლის 31 დეკემბრიდან   2021 წლის 28 იანვრის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

  • მონიტორინგის განხორციელების კონტროლი და დაფიქსირებულ ხარვეზებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება:
    - რადიოსიხშირული ქსელების ტექნიკური და ხარისხობრივი  მახასიათებლების  შეფასების  მიზნით;
    - მობილური ოპერატორების დაფარვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის და ინტერფერენციების გამოვლენის მიზნით;
    - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ავტორიზაციის, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების მიზნით;
    - სიხშირის უნებართვო გამოყენებების დადგენის მიზნით;
    - მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაში არსებული და შესაძლო ინტერფერენციების დაფიქსირების მიზნით;
    - ფიქსირებული რადიოქსელების დადგენილი ნორმების და სააბონენტო ხელშეკრულების შესრულების მიზნით.
  • მონიტორინგის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება  (მობილური ჯგუფის მივლინების დაგეგმვა, მივლინების გრაფიკების მართვა, რეპორტინგი და სხვა);
  • სიხშირული ზოლის ფარგლებში რადიოხელშეშლების წარმოქმნის შემთხვევაში, საკითხის განხილვა, მონიტორინგი და ანალიზი. ხელშეშლის წყაროს (გამოწვევი მიზეზების) გამოვლენა და კომისიისათვის განსახილველად წარდგენა;
  • ოპერატორების მოქმედი რადიოელექტრონული მიმღებ-გადამცემი მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლების - პარამეტრების შესწავლა/შემოწმების უზრუნველყოფა სალინცეზიო პირობების შესრულებასთან მიმართებაში;
  • მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომლებისთის დავალებების მიცემა და მათ შესრულებაზე სისტემატიური კონტროლი;
  • რადიომონიტორინგის სისტემის (პროგრამული/აპარატურული) ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა და მართვა, მონიტორინგისა და პელენგაციის სადგურების საექსპლუატაციო რეჟიმის უზრუნველყოფა, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა და მართვა;
  • აპარატურის გამართულობის, საექსპულატაციო წესების დაცვის, მონიტორინგის ჯგუფის ხელთ არსებული მატერიალურ-ტექნიკური აპარატურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომლებისთვის რუტინული სამუშაოების და შესასრულებელი მიზნების შინაარსის და შეფასების იდენტიფიკატორების შეთანხმება;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებში შრომის უსაფრთხოების საკითხების კონტროლი და უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მინიმალური განათლება:     უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ელექტრონული კომუნიკაციის, კავშირგაბმულობის, ფიზიკის,  რადიოტექნიკის,  ელექტროტექნიკის, ინფორმაციული  სისტემების / ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის  მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება:

სულ მცირე 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება სატელეკომუნიკაციო ან ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში მომუშავე ორგანიზაციებში, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ ან სატელეკომუნიკაციო აპარატურისა და სისტემების მწარმოებელ კომპანიებში, სატელეკომუნიკაციო, რადიო და/ან ფიქსირებული ქსელების დაგეგმვის, მშენებლობის, ოპტიმიზაციის ან მონიტორინგის  კუთხით. აგრეთვე, რადიოსამაუწყებლო, რადიოკავშირის, რადიოსაკომუნიკაციო სერვისების მიმართულებით

სასურველია პირს ჰქონდეს ხელმძღვანელად, ჯგუფის უფროსად 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

საკონკურსო თემატიკა:

უცხო ენების ცოდნა;

  • ინგლისური ენა - B2 დონეზე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

  • MS Office (Word Excel, Power Point ) - კარგი

დამატებითი მოთხოვნები:

  • სასურველია შემდეგი პროგრამული უზრუნველყოფებისა და აპლიკაციების ცოდნა: MapInfo, GoogleEarth, GIS;
  • სასურველია  „B“ კატეგორიის მართვის მოწმობა;

კომპეტენცია და  უნარები:

  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი; 
  • შემჭიდროვებულ  ვადებში მუშაობის  უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი;
  • დისციპლინა  და  პასუხისმგებლობის  მაღალი  გრძნობა;
  • ლოგიკური  და  ანალიტიკური  აზროვნება;
  • სახელმწიფო  ენაზე  წერილობითი  და  ვერბალური  კომუნიკაციის  უნარი;
  • ინსტრუქციებითა  და  პროცედურებით  ხელმძღვანელობა;
  • დამოუკიდებელი  და  გუნდური  მუშაობის  უნარი;
  • პროფესიული  ზრდისკენ  სწრაფვა,  ცოდნის  განახლება.

დამატებითი ინფორმაცია

განაცხადის შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას;
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშაობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;   (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი;
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.  

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

* ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საკონკურსო კომისიის სხდომები და საკონკურსო კომისიის ეტაპები შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად;

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • ზეპირი დავალება და გასაუბრება;
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება.

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა გამოცხადებული მოთხოვნების შესაბამისად:  აღნიშნულ ეტაპზე ფასდება შემოტანილი საბუთების შესაბამისობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან მიმართებით.

მეორე ეტაპი -  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე-ეტაპად - ზეპირი დავალება და გასაუბრება.

I - ზეპირი დავალება:  საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული ცოდნის, უნარების და ინგლისური ენის კომპეტენციების და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების შეფასება.

II - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან - კომისიის მიერ ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 საკონკურსო  კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის №  50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; 

საკონტაქტო პირი: მარიამ ჩოხელი, ტელ: 593 22 63 24; ელ-ფოსტა vacancy@comcom.ge

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე და სავალდებულო დოკუმენტაცია შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@comcom.ge  მოთხოვნლი წესის შესაბამისად.

ველში Subject მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები