დასრულებული: ვაკანსია სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე
ვაკანსიის გამოცხადების თარიღი: 02.06.2017
ვაკანსიის დასრულების თარიღი: 18.06.2017
დაინტერესების შემთხვევაში გთხოთ ატვირთოთ საჭირო დოკუმენტაცია შემდეგ ბმულზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ვაკანსიაზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია ქვეყნის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობისა და მომსახურეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ტექნიკურ და მომსახურების სტანდარტებთან დაკავშირებული და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულება.
თანამდებობრივი სარგო: 6660 ლარი (დარიცხული)
ანგარიშვალდებულება: კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კომისია
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)
- საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მათ შორის, უნივერსალური მომსახურების ვალდებულებათა სისტემის ჩამოყალიბება;
- სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და მასთან დაშვების/წვდომის ტექნიკური პირობებისა და სტანდარტების შემუშავების უზრუნველყოფა;
- სტანდარტიზაციისა და სერტიფიცირების სისტემის უზრუნველმყოფი მექანიზმების ჩამოყალიბება;
- ელექტრონული კომუნიკაციის სადენიანი ქსელებისა და მომსახურებების ხარისხისა და ხარისხთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალეობის შესახებ რეგულაციებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
- სადენიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და შედეგად მიღებული მონაცემების პერიოდული ანალიზის უზრუნველყოფა;
- სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემთა ბაზის მართვა და შესაბამისი ციფრული რუკის ადმინისტირირება;
- ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობის შესრულებაზე მონიტორინგი, დარღვევის აღმოჩენისას შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
- ნუმერაციის რესურსით საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების მიერ გამავალი და შემომავალი სატელეფონო ზარების შესახებ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის პერიოდული ანალიზი;
- უშუალო დაქვემდებარებაი მყოფ დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა მათი საქმიანობის მართვა და შეფასება;
- დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინირება დებულებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.
საკონკურსო მოთხოვნები
განათლება: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 7 წელი
უცხოური ენების ცოდნა:
- ინგლისური ენა- ძალიან კარგი (საუბარი, მეტყველება, წერა);
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
MS Office (Word , PP, Excel;- ძალიან კარგად )
GIS (გეოსაინფორმაციო სისტემების) პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა (სასურველი).
საკონკურსო თემატიკა:
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონი;
- მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი;
- ეროვნული მარეგულირებლების შესახებ საქართველოს კანონი.
პროფესიული ცოდნა:
- საკომუნიკაციო ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ფუნქციონირების ცოდნა;
- საინფორმაციო ბაზებთან მუშაობა, მათ შორის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ბაზების ცოდნა;
- კავშირის მომსახურების ხარისხის მართვის საკითხების ცოდნა;
- ევრო დირექტივების საერთო პრინციპების ცოდნა;
- ევროპული სატელეკომუნიკაციო სტანდარტების საბაზისო ცოდნა და აღნიშული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
კომპეტენცია და უნარები:
- დისციპლინა და პასუხისმგებლობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- დაგეგმვა და ორგანიზება;
- სახელმწიფო და ინგლისურ ენებზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- დაქვემდებარებულთა პროფესიულ საქმიანობაზე პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- სიზუსტე და დეტალებზე ორინეტირებულობა;
- პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება
- სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი; შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი;
დამატებითი მოთხოვნები:
განათლება: სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სატელეკომუნიკაციო კუთხით (ტელეკომუნიკაციების ინჟინერი), ინფორმაციული ტექნოლოგიები, (მათ შორის მართვის სიტემები, გამოთვლითი ტექნოლოგიები ან სხვა საინჟინრო მიმართულებები), ფუნდამენტური მეცნიერებები (ფიზიკა)
სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე უკანასკნელი 7 წელი სატელეკომუნიკაციო მიმართულებით:
- სატელეკომუნიკაციო სფეროში მომუშავე ორგანიზაციებში, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში, სატელეკომუნიკაციო აპარატურისა და სისტემების მწარმოებელ კომპანიებში, ტექნიკურ (საინჟინრო) პოზიციებზე მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება;
- აქედან სულ მცირე 2 წელი სტრუქტურული ერთეულის, მაღალი/საშუალო რგოლის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
- აკადემიური გამოცდილება სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების კუთხით (სასურველია).
შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- აღნიშნული პოზიცისათვის განსაზღვრული მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სამოტივაციო წერილი;
- ორი რეკომენდატორის სახელი გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია;
- ხელწერილი, რომლითაც ადასტურებს, რომ იცნობს ინტერესთა კონფლიქტის პირობებს.
შესაბამის ველში, კანდიდატმა სასურველია ატვირთოს: (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
- შესაბამისი სერტიფიკატები ან სხვა ინფორმაცია, რომელსაც თვლის რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე.
დამატებითი ინფორმაცია:
1. ინტერესთა კონფლიქტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
ინტერესთა კონფლიქტის ფორმის ნიმუში იხილეთ თანდართულ ფაილად.
2. კონკურსის ეტაპები
გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:
|
საკონკურსო-საატესტაციო კომისია გაითვალისწინებს კონკურსის წინა ეტაპების შედეგებს. საკონკურსო-საატესტაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა. გადაწყვეტილება კანდიდატის შესაბამისობის შესახებ მიიღება კონურსის მესამე ეტაპზე. განაცხადები შემოტანილი კომისიის ოფისში, არ განიხილება. |
3. გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
საკონკურსო- საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოთ ატვირთოთ საჭირო დოკუმენტაცია შემდეგ ბმულზე