წვდომის მენიუ

ივნისი 02, 2017 19:17

დასრულებული: ვაკანსია სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მომსახურების დანახარჯთა და ტარიფის დადგენის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე

ვაკანსიის გამოცხადების თარიღი: 02.06.2017

ვაკანსიის დასრულების თარიღი: 18.06.2017  

დაინტერესების შემთხვევაში გთხოთ ატვირთოთ საჭირო დოკუმენტაცია შემდეგ ბმულზე

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს  სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი.  დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების ფარგლებში   მომსახურების დანახარჯთა და ტარიფების დადგენის მთავარი სპეციალისტი სხვა ფუნქციებთან ერთად,  უზრუნველყოფს  მნიშვნელოვანი  საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებზე დაკისრებული  განცალკევებული აღრიცხვის ვალდებულების შესრულების კონტროლს და სატარიფო რეგულირების და  მომსახურების დანახარჯთა კალკულაციის მიზნებისთვის მომსახურების  ტარიფის და/ან ზედა ზღვრული ტარიფის დადგენას.

თანამდებობრივი სარგო: 4995  ლარი (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება: სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

  • კომისიის დადგენილების/მეთოდოლოგიის შესაბამისად მომსახურების ტარიფის გაანგარიშება; მომსახურების დანახარჯთა და ტარიფის გაანგარიშების კალკულაციის მოდელის და მასში შემავალი მონაცმების შემოწმება;
  • კომისიის დადგენილების/მეთოდოლოგიის შესაბამისად ყოველი კონკრეტულ ბაზრის შესაბამისი სეგმენტისთვის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ მოსამზადებელი მომსახურების დანახარჯთა კალკულაციის  მოდელის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება; 
  • მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებზე დასაკისრებელი სატარიფო ვალდებულებების  პირობების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
  • კომისიის დადგენილების/მეთოდოლოგიის შესაბამისად განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის  მომზადებისა და შემუშავების ძირითადი პრინიპიების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • ავტორიზებული პირებზე დაკისრებული ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების ვალდებულებების  შესრულებაზე მონიტორნგის გაწევა;
  • ავტორიზებული პირებზე დაკისრებული ეკნომიკური განმეორებადობის ვალდებულების შესრულების მიზნით Margin Squeeze ტესტის ჩატარება;
  • ავტორიზებული პირების მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტის გამოვლენისას მტკიცებულებების  დადგენის მიზნით შესაბამისი გაანგარიშებების მომზადება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება.

საკონკურსო მოთხოვნები

განათლება: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 5 წელი

ენების ცოდნა:

  • ინგლისური ენა- ძალიან კარგი (საუბარი, მეტყველება, წერა)

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

MS Office (Word , PP,  Excel;- ძალიან კარგად )

საკონკურსო თემატიკა:

პროფესიული ცოდნა:

  • მმართველობითი აღრიცხვა (Cost Accounting)
  • ფინანსური აღრიცხვა
  • კორპორატიული ფინანსები

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს კანონი კონკურენციის შესახებ;

კომპეტენცია და უნარები:

  • დისციპლინა და პასუხისმგებლობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვა და ორგანიზება;
  • სახელმწიფო ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორინეტირებულობა;
  • პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი; შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი.

დამატებითი მოთხოვნები:

  • განათლება: სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი  ფინანსებში, ან ეკონომიკაში, ან ბიზნესის ადმინისტრირებაში

 სასურველი სერტიფიკატები; 

  • ACCA  კვალიფიკაცია (მეორე დონე), ან
  • CPA კვალიფიკაცია სრულად; ან
  • CMA, CIMA კვალიფიკაცია ან  საქართველოში  სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაცია
  • პროექტების მართვაში,  ტელეკომუნიკაციებისა და/ან ამ  დარგის რეგულირების მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება:  სულ მცირე  5 წელი ფინანსების, აუდიტის ან ბიუჯეტირების მიმართულებით,  აქედან:

  • სულ მცირე 2  წლიანი მუშაობის გამოცდილება ელექტრონული კომუნიკაციების კუთხით ავტორიზებულ კომპანიებში  კორპორატიული ფინანსების, აუდიტის და ბიუჯეტირების მიმართულებით; ან
  •  საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, სატელეკომუნიკაციო კომპანიებისათვის ან კომისიისთვის სატელეკომუნიკაციო დარგთან  დაკავშირებით საკონსულტაციო ან აუდიტორული მომსახურების გაწევის კუთხით.

შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • აღნიშნული  პოზიცისათვის  განსაზღვრული მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან );
  • სამოტივაციო წერილი;
  • ორი რეკომენდატორის  სახელი გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია;  
  • ხელწერილი, რომლითაც ადასტურებს, რომ იცნობს ინტერესთა კონფლიქტის პირობებს.

შესაბამის  ველში, კანდიდატმა სასურველია ატვირთოს: (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

  • შესაბამისი სერტიფიკატები  ან სხვა ინფორმაცია, რომელსაც თვლის რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე.

დამატებითი ინფორმაცია:

1. ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

ინტერესთა კონფლიქტის ფორმის ნიმუში იხილეთ თანდართულ ფაილად.

2.კონკურსის ეტაპები 

გამოცხადებულ  პოზიციაზე    აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3)  ეტაპად:

  • განაცხადების  გადარჩევა;  აღნიშნულ ეტაპზე ფასდება შემოტანილი საბუთების შესაბამისობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან მიმართებით.  არასათანადო  კვალიფიკაცია ან არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არის აპლიკანტის დისკვალიფიკაციის საფუძველი;
  • პირველადი შეფასება:  საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული პროფესიული ცოდნისა და უნარების შესაფასებლად; (შემთხვევათა ანალიზი);  ზეპირი ან წერილობითი ფორმით; აღნიშნულ ეტაპზე შეფასდება ინგლისური ენის კომპეტენციაც.
  •  გასაუბრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან;

საკონკურსო-საატესტაციო კომისია გაითვალისწინებს კონკურსის წინა ეტაპების შედეგებს.

საკონკურსო-საატესტაციო კომისია  საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

გადაწყვეტილება კანდიდატის  შესაბამისობის  შესახებ მიიღება კონურსის მესამე ეტაპზე. 

 განაცხადები შემოტანილი კომისიის ოფისში, არ განიხილება.

3. გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საკონკურსო- საატესტაციო  კომისია გადაწყვეტილებას  მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოთ ატვირთოთ საჭირო დოკუმენტაცია შემდეგ ბმულზე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები