დასრულებული: ვაკანსია ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე
ვაკანსიის გამოცხადების თარიღი: 02.06.2017
ვაკანსიის დასრულების თარიღი: 18.06.2017
დაინტერესების შემთხვევაში გთხოთ ატვირთოთ საჭირო დოკუმენტაცია შემდეგ ბმულზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის ვაკანსიაზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, რომელიც, სხვა ფუნქციებთან ერთად, უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო და მაუწყებლობის ბაზრების ტენდენციების კვლევასა და ანგარიშების მომზადებას.
თანამდებობრივი სარგო: 3330 ლარი(დარიცხული)
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)
- ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგების განვითარების ტენდენციების კვლევა, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ; ეკონომიკური ანალიზი და შესაბამისი ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- ექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგების სეგმენტების მიმზიდველობის ანალიზი;
- ელექტრონული კომუნიკაციებისა და სამაუწყებლო ბაზრის შესაბამის სეგმენტებსა და ბაზრის კონკურენტულობაზე კომისიის მარეგულირებელ გადაწყვეტილებათა გავლენის კვლევა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და სალიცენზიო გადასახდელის ოდენობათა განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
- კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება.
საკონკურსო მოთხოვნები
განათლება: ბაკალავრის ხარისხი
სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 5 წელი
ენების ცოდნა:
- ინგლისური ენა- ძალიან კარგი; (საუბარი, მეტყველება, წერა)
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
MS Office (Word ძალიან კარგი, Excel ძალიან კარგი, PP-კარგი)
საკონკურსო თემატიკა:
რეკომენდირებულია აპლიკანტები გაეცნონ შემდეგ წყაროებს:
- Measuring the Information Society Report -http://www.itu.int/en/ITU-D/Statistics/Documents/publications/misr2016/MISR2016-w4.pdf
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის ანგარიშის მე-3 თავს; http://gncc.ge/uploads/other/1/1976.pdf
- კომისიის ანალიტიკურ პორტალს https://analytics.gncc.ge/
კომპეტენცია და უნარები:
- დისციპლინა და პასუხისმგებლობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დაგეგმვა და ორგანიზება;
- სახელმწიფო ენაზე და ინგლისურად წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება
- სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი; შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი.
დამატებითი მოთხოვნები:
განათლება: სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ეკონომიკაში, ან ფინანსებში, ან მარკეტინგში, ან ბიზნესის ადმინისტრირებაში, ან ელექტრონული კომუნიკაციების კუთხით
სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 5 წელი კომპანიის/ორგანიზაციის ფინანსურის ანალიზის, მარკეტინგის ან ანალიტიკური კუთხით, ან აღნიშნული კუთხით საკონსულტაციო მუშაობის გამოცდილება
სასურველია სატელეკომუნიკაციო ან მაუწყებლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- აღნიშნული პოზიცისათვის განსაზღვრული მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან);
- სამოტივაციო წერილი;
- ორი რეკომენდატორის სახელი გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია;
- ხელწერილი, რომლითაც ადასტურებს, რომ იცნობს ინტერესთა კონფლიქტის პირობებს.
შესაბამის ველში, კანდიდატმა სასურველია ატვირთოს, (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
- შესაბამისი სერტიფიკატები პროექტების მართვაში ან სხვა ინფორმაცია, რომელსაც თვლის რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე
დამატებითი ინფორმაცია
1. ინტერესთა კონფლიქტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
ინტერესთა კონფლიქტის ფორმის ნიმუში იხილეთ თანდართულ ფაილად.
2. კონკურსის ეტაპები
გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:
|
საკონკურსო-საატესტაციო კომისია გაითვალისწინებს კონკურსის წინა ეტაპების შედეგებს. საკონკურსო-საატესტაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა. გადაწყვეტილება კანდიდატის შესაბამისობის შესახებ მიიღება კონურსის მესამე ეტაპზე. განაცხადები შემოტანილი კომისიის ოფისში, არ განიხილება. |
3. გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
საკონკურსო- საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოთ ატვირთოთ საჭირო დოკუმენტაცია შემდეგ ბმულზე