დასრულებული: სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ატვირთოთ საჭირო დოკუმენტაცია შემდეგ ბმულზე
პოზიციის დასახელება: სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი
კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
ორგანიზაცია: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია კომისიის აპარატში სამართლებრივი დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობას სამართლებრივი კუთხით, დავებისა და საჩივრების ადმინისტრაციულ წარმოებას, კომისიის მიერ სანქციების დაკისრებისა და კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესის კოორდინირებას, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას და სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფას.
კატეგორია: იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა: 09.11.2017
თანამდებობრივი სარგო: 6660 ლარი
ადგილების რაოდენობა 1
სამსახურის ადგილმდებარეობა თბილისი
სამუშაოს ტიპი სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა 6 თვე
ფუნქციები
• კომისიის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების ექსპერტიზა;
•კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
•ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში საკანონმდებლო და ნორმატული ბაზის სრულყოფის მიზნით მომზადებული წინადადებებისა და პროექტების სამართლებრივი ექპერტიზა;
• მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ორგანიზება;
• კომისიის ან კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი რწმუნების საფუძველზე კომისიის სასამართლოში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა;
• კომისიის დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია კომისიის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფასთან;
• კომუნიკაცია სამთავრობო ან/და სხვა ორგანიზაციებთან, კომისიის დავალებით/მითითებით ან/და კანონქვემდებარე აქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
• პასუხისმგებელია სამართლებრივი დეპარტამენტის პოზიციაზე იმ საკითხებზე, რომელთა შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია;
• პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი სამართლებრივი დეპარტამენტის თანამშრომლების შეფასებაზე, წახალისებაზე, განვითარებაზე, მოტივაციაზე, დისციპლინური ღონისძიებების ინიცირებაზე;
• ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამართლებრივი დეპარტამენტის საქმიანობას, არეგულირებს და წყვეტს პროფესიულ და ორგანიზაციულ პრობლემებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტრუქტურული ერთეულის ეფექტური მუშაობისთვის;
• ითანხმებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ პროექტებზე, შედეგებზე, პროცედურებზე, დასკვნებზე, ანგარიშებზე, სხვადასხვა სახის აქტებზე და წარმოების მასალებზე.
მოთხოვნები
მინიმალური განათლება მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება 10 წელი
პროფესია იურისტი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები;
- მაუწყებელთა ქცევის კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (ზოგადი ნაწილი და კომისიის კომპეტენციის ნაწილი)
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი".
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
პროგრამის დასახელება |
ცოდნის დონე |
|
Microsoft Office Word |
|
კარგი |
Microsoft Office Excel |
|
კარგი |
Microsoft Office PowerPoint |
|
კარგი |
ენები
ენა |
|
წერითი უნარები |
|
მეტყველება |
ინგლისური |
|
B1 |
|
B1 |
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონკურსო კომისიის მისამართი თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18
საკონტაქტო ტელეფონები +995 32 292 16 67
საკონტაქტო პირი თამარ ბოკუჩავა
დამატებითი მოთხოვნები
სამუშაო გამოცდილება: უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში იურისტად მუშაობის გამოცდილება, აქედან:
- სულ მცირე 5 წელი სამართლებრივი დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება;
- 2000 წლის შემდეგ სატელეკომუნიკაციო ან მაუწყებლობის სფეროში იურისტად საქმიანობის (სულ მცირე 5 წელი) გამოცდილება; (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს ორივე სფეროში მუშაობის გამოცდილება)
- სასურველია სასამართლოში (ან საარბიტრაჟო ორგანოში) წარმომადგენლობის გამოცდილება.
კომპეტენცია და უნარები:
1. ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
2. ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
3. დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
4. გუნდური მუშაობის უნარი;
5. კომპლექსური აზროვნება;
6. დროის ეფექტიანი მართვა;
7. საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
8. ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
9. მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია
საჯარო კონკურსი ცხადდება კომისიაში საშტატო ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად.
გამოცხადებულ პოზიციაზე, აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება ორ (2) ეტაპად:
1. განაცხადების გადარჩევა გამოცხადებული მოთხოვნების შესაბამისად; აღნიშნულ ეტაპზე ფასდება შემოტანილი საბუთების შესაბამისობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან მიმართებით. არასათანადო კვალიფიკაცია ან არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არის აპლიკანტთა დისკვალიფიკაციის საფუძველი;
2. გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა;
შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• აღნიშნული თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ან ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან);
• სამოტივაციო წერილი;
• ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია;
• მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს; (ნიმუში იხილეთ ბმულზე https://www.gncc.ge/ge/news/vakansiebi
• შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა:
ინტერესთა კონფლიქტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
პირი არ მიიღება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისთვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
გ) მან სამსახურში მიღებისას არ წამოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტს;
დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვტილების სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს, ხმათა უმრავლესობით განაცხადის წარმოდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
კონკურსის ეტაპები:
განცხადების გადარჩევა; |
გასაუბრება. |
სავალდებულო ბლოკები
პირადი ინფორმაცია
სამუშაო გამოცდილება
ფაილის ატვირთვა სავალდებულოა
განათლება კვალიფიკაცია
ფაილის ატვირთვა სავალდებულოა
ენები
კომპიუტერული პროგრამები, დაპროგრამების ენები, ოპერაციული სისტემები
რეკომენდატორები
სამოტივაციო წერილი
დამატებითი დოკუმენტაცია
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ატვირთოთ საჭირო დოკუმენტაცია შემდეგ ბმულზე