დასრულებული: სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის ვაკანსიაზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია სამართლებრივი დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობას სამართლებრივი კუთხით, დავებისა და საჩივრების ადმინისტრაციულ წარმოებას, კომისიის მიერ სანქციების დაკისრებისა და კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესის კოორდინირებას, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას და სასამართლოში წარმომადგენლობას.
თანამდებობრივი სარგო: 6660 დან 8325 მდე (დარიცხული);
ანგარიშვალდებულება: კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კომისია
კატეგორია - იურიდიული
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
საბუთების მიღების ვადა: 2019 წლის 26 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)
- კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, კომისიის თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
- ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში საკანონმდებლო და ნორმატული ბაზის სრულყოფის მიზნით მომზადებული წინადადებებისა და პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
- კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
- მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ორგანიზება;
- ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელ პირთა შორის წარმოშობილი დავების განხილვის ადმინისტრაციული წარმოების ორგანიზება;
- კომისიის ან კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი რწმუნების საფუძველზე კომისიის სასამართლოში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა;
- სასარჩელო განცხადებების, კერძო საჩივრების, შესაგებლების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების მომზადების უზრუნველყოფა;
- კომისიის სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტებისა და შაბლონების მომზადებაზე ზედამხედველობის გაწევა და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხების ორგანიზება;
- დარგის განვითარების ტენდენციების, ასევე, კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზის საფუძველზე, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში საკანონმდებლო და ნორმატული ბაზის სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა;
- კომისიაში სხვა უწყებებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და სათანადო დასკვნების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- კომუნიკაცია სამთავრობო ან/და სხვა ორგანიზაციებთან, კომისიის დავალებით/მითითებით ან/და კანონქვემდებარე აქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება: მაგისტრის ხარისხი სამართალში
სამუშაო გამოცდილება: 10 წელი
- სულ მცირე 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება, სამართლებრივი მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციაზე (მათ შორის დეპარტამენტის/სამსახურის/ჯგუფის/ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად) სულ მცირე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- ადმინისტრაციულ ორგანოში/სახელმწიფო სამსახურში იურისტად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება.
სასურველია:
- იურისტად მუშაობის გამოცდილება მაუწყებლობის ან/და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;
- ადვოკატის მოწმობა.
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- მაუწყებელთა ქცევის კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (ზოგადი ნაწილი და კომისიის კომპეტენციის ნაწილი)
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი".
უცხოური ენების ცოდნა:
- ინგლისური ენა - B2
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
- MS Office MS Office (Word Excel, Power Point ) - კარგი
კომპეტენცია და უნარები:
- სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
- შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი;
- დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- დაგეგმვა და ორგანიზება;
- სახელმწიფო ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- სიზუსტე და დეტალებზე ორინეტირებულობა;
- პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება.
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- კომპლექსური აზროვნება.
განაცხადის შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
- საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
- სამოტივაციო წერილი, რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
- ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშაობის გამოცდილება);
- წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში; (იხ. ნიმუში)
კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
- ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ადვოკატის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა
ინტერესთა კონფლიქტი:
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
- დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
- სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსის ეტაპები:
გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:
- განაცხადების გადარჩევა,
- ზეპირი დავალება და გასაუბრება,
- კონკურსის შედეგების გამოცხადება.
პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
მეორე ეტაპი - საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე ეტაპად - ზეპირი დავალება და გასაუბრება.
I - ზეპირი დავალება - საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული ცოდნის, უნარების და ინგლისური ენის კომპეტენციების და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების შეფასება.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით ზეპირი დავალების (აღნიშნულ) ეტაპზე, საუკეთესო ქულების მქონე კანდიდატების 30% გადავა შეფასების შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის #653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კანდიდატის შეფასებისას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.
II - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ტარდება კომისიის მიერ ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
საკონტაქტო პირი: ქეთევან დოლიძე, ტელ: +995322393617; ელ-ფოსტა vacancy@gncc.ge
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე, მოთხოვნილი წესის შესაბამისად: